თეგებით ძიება

აი როგორ უნდა შეწვათ თევზი სწორად! ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ...

თევზის კარგად შეწვა ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს! გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ...

1. პირველ რიგში კარგად გამოშიგნეთ თევზი, მოაჭერით თავი და კარგად გარეცხეთ. ძირითადად თევზი პორციებად იჭრება, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაჭრები ძალიან დიდი და სქელი არ იყოს.

2. მოაყარეთ მარილი თევზის უკვე გამზადებულ ნაჭრებს (ან ნაჭერს) 30 წუთით ადრე, რომ კარგად შეითვისოს. შეგიძლიათ მისი სხვა სანელებლებით დამუშავებაც: კოჭათი, შავი პილპილით, კურკუმათი. ძალიან უხდება კუმინი და ქონდარიც.

3. აუცილებლად ამოავლეთ შეწვამდე თევზი ფქვილში. იმისთვის, რომ საქმე გაიმარტივოთ, მოათავსეთ სამზარეულოს ტომსიკაში ან ჩანთაში ფქვილის გარკვეული რაოდენობა, ჩააწყვეთ თევზის ნაჭრები და კარგად შეანჯღრიეთ.

4. სანამ თევზს ტაფაზე დააწყობთ, დარწმუნდით, რომ იგი კარგადაა გახურებული. გამოიყენეთ ზეთი დიდი რაოდენობით, არანაკლებ 4 ს.კ -ისა.

5. არავითარ შემთხვევაში არ დაახუროთ ტაფას თავსახური, ასე თევზი მოითუშება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა