თეგებით ძიება

შტრუდელი მხოლოდ ასე უნდა მომზადდეს-ავსტრული დესერტის ყველაზე ცნობილი რეცეპტი!

გთავაზობთ კლასიკური ავსტრიული დესერტის-შტრუდელის რეცეპტს. სწორედ ეს რეცეპტი შეიტანა შვარცნეგერმა ბრუს უილსთან და დემი მურთან ერთად გახსნილ რესტორმების ქსელში. ყურადღებით გაეცანით და სცადეთ თქვენც, უგემრიელესია!

შტრუდელი ვაშლით

ინგრედიენტები ცომისთვის:

– 340 გ ფქვილი

– 2 ც კვერცხი

– 50 გ ნაღების კარაქი

– ¼ ჭ წყალი

– 2 ს/კ შაქარი

– ½ ჩ/კ მარილი



ინგრედიენტები გულსართისთვის:

– 600 გ ვაშლი

– 2 ს/კ შაქარი(თუ ვაშლი მჟავეა მეტი შაქარი დაგჭირდებათ)

– 150 გ ფხვიერი ორცხობილა

– 100 გ ნიგოზი

– 10 გ ნაღების კარაქი

– კვერცხი ზემოდან წასასმელად

– შაქრის პუდრა



მომზადება:

1. აურიეთ შაქარი და კვერცხი

2. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის ნარევს, დაასხით წყალიც. დაუმატეთ შერბილებული ნაღების კარაქი

3. მოზილეთ ცომი და დაახურეთ ზემოდან ქაღალდის ხელსახოცი. გააჩერეთ 40 წუთით.

4. გაასუფთავეთ ვაშლი კანისგან და კურკებისგან, დაჭერით კუბიკებად. ორცხობილა დააქუცმაცეთ.

5. გააბრტყელეთ ცომი შტრუდელებისთვის, (საცხობ ქარალდზე) ეს ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია.

6. გააბრტყელეთ სამკუთხედის ფორმაზე, ძალიან თხლად, 0,7 სმ სისქეზე.

7. გაადნეთ კარაქი და წაუსვით ცომის ზედაპირს. დაალაგეთ ვაშლი, მოაყარეთ ნიგოზი, ორცხობილა და შაქარი.

8. სამზარეულოს პოლიეთილენის/საცხობი ქაღალდის დახმარებით (რომელზეც ცომი უნდა გააბრტყელოთ) ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი, მიეცით მას ტრადიციული ფორმა.

9. მიიტანეთ შტრუდელი კარაქ მოსმულ საცხობ ჟარუნაზე და გადაუსვით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი.

10. გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში, 200 გრადუს ტემპერატურაზე. გაგრილებულ დესერტს მოაყარეთ შაქრის პუდრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა