კარტოფილი სოკოსთან და ნაღებთან ერთად-ეს უგემრიელესი კერძი აუცილებლად უნდა სცადოთ!
გთავაზობთ უგემრიელესი კერძის მოსამზადებელ რეცეპტს, სცადეთ და თავად შეაფასეთ! ინგრედიენტების სიანტერესო კომბინაციის წყალობით მართლაც დაუვიწყარ გემოს მიიღებთ!
ინგრედიენტები:
– 500 გ სოკო შამპინიონი
– 8 ც კარტოფილი
– 350 მლ ნაღები
– 1 კონა ოხრახუში
– 3 კბილი ნიორი
– 5 ს/კ ზეთი
– პილპილი,მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. კარტოფილი დაჭერით 2-3 მმ სისქის მრგვალ ფენებად, დაჭერით სოკოც. შეწვით მცენარეულ ზეთში (მხოლოდ სოკო), მოაყარეთ მარილი.
2. მოათავსეთ კარტოფილი წინასწარ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
3. როდესაც ნაჭრები ოდნავ წებოვანი გახდება დაუმატეთ 20 %-ანი ნაღები და დაჭყლეტილი ნიორი.
4. გააჩერეთ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთით, ნაღები უნდა შესქელდეს, ამი სშემდეგ დაუმატეთ სოკო და დაქუცმაცებული ოხრახუში. გადმოიტანეთ ყველაფერი საცხობ ჟარუნაზე და შედგით ღუმელში. გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.