მოამზადეთ ქათმის კოტლეტი კვერცხისა და ყველის შიგთავსით! ძალიან გემრიელია...
დაგჭირდებათ:
• 500 გრ. ქათმის ფარში
• 2-3 ნაჭერი თეთრი პური
• 1 თავი ხახვი
• 2 ც. უმი კვერცხი
• 2 ც. მოხარშული კვერცხი
• კამა ან ოხრახუში
• 200 მლ. რძე
• 1/2 ჭიქა ფქვილი
• 100 გრ. მაგარი კონსისტენციის ყველი
• 20 გრ. კარაქი
• მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
• ერთი მწიკვი სოდა
მომზადება:
1. ჩაალბეთ პური 100 მლ. რძეში. გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანქანაში რძეში ჩამბალი პური, ხახვი. ჩაუმატეთ მასა ფარშს დაუმატეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.
2. შიგთავსის მოსამზადებლად აურიეთ გახეხილი მოხარშული კვერცხი, გახეხილი კვერცხი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
3. აიღეთ ფარშის პატარა ნაწილი, ჩააღმავეთ, მოათავსეთ მასში შიგთავსი, დაფარეთ ფარშითვე და მიეცით კოტლეტის ფორმა.
4. გათქვიფეთ უმი კვერცხი, 100 მლ. რძე, ფქვილი,სოდა, მარილი და შავი პილპილი. ამოავლეთ თითოეული კატლეტი ამ მასაში და შეწვით.