თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ-ყველის წვნიანი ბარდით
თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საჭირო ინგრედიენტები:
მდნარი ყველი - 2 ბრიკეტი
სტაფილო - 1 ცალი
კარტოფილი - 3 ცალი
ბარდა - 100 გრ
ხახვი - 1 ცალი
ლაფშა - 200 გრ
მზესუმზირის ზეთი - 1.5 ს/კ
სურნელოვანი პილპილი („დუშისტი პერეც“) – 3 კაკალი
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
წყალი - 2 ლ
ოხრახუში - 20 გრ
შავი პილპილი (დაფქული) - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ყველის ბრიკეტებს ფოლგა მოხსენით და საყინულეში შედგით, რათა ისინი გამაგრდეს. დაჭერით კარტოფილი საშუალო ზომის კუბიკებად.
2. ჩაასხით ქვაბში 1 ლ წყალი და შემოდგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილი. დაუწიეთ ცეცხლს საშუალო დონეზე.
3. ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. სტაფილო გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
4. მოშუშეთ ხახვი და სტაფილო მცენარეულ ზეთში და გადაიტანეთ კარტოფილიან ქვაბში. 10 წუთის შემდეგ ჩაუმატეთ მწვანე ბარდა.
5. გამოიღეთ მდნარი ყველი საყინულიდან და წვრილ სახეხზე გახეხეთ. ჩაუშვით სუპში და ურიეთ ერთი წუთს განმავლობაში, სანამ არ გაიხსნება.
6. აუწიეთ ცეცხლს ბოლომდე, დაასხით კიდევ 1 ლ წყალი და ჩაყარეთ ლაფშა, მარილი და პილპილი გემოვნებით, და ხარშეთ კიდევ 2 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ დაასხით თეფშებზე და თითოეულში ჩაყარეთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge