ქათმის გუნბაო - №1 ჩინური კერძი ტკბილ-მწარე სოუსში
ეს უგემრიელესი კერძი აზიური სამზარეულოს მოყვარულებს აუცილებლად დაგემოვნებული გექნებათ, მაგრამ ის თუ იცით, რომ მისი მომზადება ძალიან მარტივი და იაფია? თავად ნახეთ რეცეპტი...
საჭირო პროდუქტი:
ქათმის ფილე - 250 გ
წყალი - 60 მლ
სოიოს სოუსი - 50 მლ
ვაშლის წვენი - 50 მლ
თაფლი - 25 გ
ტომატის პასტა - 20 გ
ნიორი - 2 კბილი
დაფქული ჯინჯერი - 10 გ
წიწაკა ჩილი - 1 ც (არც ისე დიდი)
ზეითუნის ზეთი - 40 გ
ვაშლის ძმარი - 20 მლ
და კიდევ:
ბრინჯი გარნირისთვის - 2 ულუფა
მომზადება:
დაჭერით ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად (ერთი ნაჭერი დაახლოებით ერთი ლუკმა რომ გამოვიდეს. საჭმელად ასე უფრო მოსახერხებელი იქნება და უფრო სწაფადაც მომზადდება).
დაყარეთ დაჭრილი ფილე ტაფაზე და შეწვით ზეითუნის ზეთში ლამის სრულ მომზადებამდე. გადმოიღეთ თეფშზე.
იმავე ტაფაზე, სადაც ხორცი შეწვით, დაასხით სოიოს სოუსი, წყალი, ვაშლის წვენი, ვაშლის ძმარი, თაფლი, დაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი, დაფქული ჯინჯერი, დაქუცმაცებული წიწაკა ჩილი და ტომატის პასტა (ან სახლში გაკეთებული პომიდვრის სოუსი). ურიეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თაფლი ბოლომდე გაიხსნა.
ჩაყარეთ სოუსში ხორცი, დაუწიეთ ცეცხლს, თითქმის ბოლომდე, და თუშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მთავარია, ქათამმა სოუსი მაქსიმალურად შეიწოვოს.
კერძი სუფრასთან ბრინჯის გარნირთან ერთად მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge