ბრინჯი მექსიკურად - გემრიელი და ნოყიერი სამარხვო კერძი
თუკი ცხარე კერძების მოყვარული ხართ, სცადეთ ბრინჯის მომზადება მექსიკურად. თანაც მის დაგემოვნებას მარხვაშიც შეძლებთ.
მექსიკური ბრინჯის მოსამზადებლად საჭიროა:
წითელი ხახვი - 2 ცალი
მრგვალი ბრინჯი - 200 გრ
ბულგარული წიწაკა - 100 გრ
თეთრი, კონსერვირებული ლობიო - 100 გრ
ნიორი - 4-5 კბილი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:
ჩილი - გემოვნებით
ქინძი - 20 გრ
სიმინდის ზეთი
შაქარი - 1 ჩ/კ
მექსიკური ბრინჯის მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი.
გააცხელეთ ტაფა. დაასხით ზედ სიმინდის ზეთი და დაყარეთ მრგვალად დაჭრილი წითელი ხახვი მოსათუშად.
დაჭერით ბულგარული წიწაკა კუბიკებად და დაამატეთ ხახვს მოთუშვის პროცესში.
როგორც კი ხახვი და ბულგარული წიწაკა მოითუშება, დაამატეთ პილპილი ჩილი და მსხვილად დაჭრილი ნიორი. შემდეგ კი მარილი და პილპილი.
დაახურეთ ტაფას თავსახური, ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ და რამდენიმე წუთში დაამატეთ მოხარშული ბრინჯი. დატოვეთ 2-3 წუთით ნელ ცეცხლზე მოსათუშად.
სულ ეს არის, მექსიკური, ცხარე ბრინჯი მზად არის.
შენიშვნა:
მექსიკურ ბრინჯს ძალიან უხდება ცხარე სოუსი, რომლის მომზადება უმარტივესია:
20 გრამ სიმინდის ზეთს დაამატეთ 20 გრამი ქინძი, დაჭყლეტილი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი ლაიმის წვენი. საგულდაგულოდ დააბლენდერეთ. ბოლოს კი მოასხით ტაფაზე მომზადებულ ბრინჯს.
მექსიკურად ბრინჯის მოსამზადებლად 40 წუთი დაგჭირდებათ;
კერძის გასალამაზებლად შეგიძლიათ ბრინჯს ცოტაოდენი დაჭრილი ნიახური მოაყაროთ;
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge