ბებია ემას შოკოლადის ტრიუფელი - ენის წვერზე დნება
ვისაც ამ რეცეპტით მომზადებული ტრიუფელი გაუსინჯავს, ის დაგვიდასტურებს, რომ მსგავსი ნეტარება არ გაგისინჯავთ!
საჭირო პროდუქტი:
კარაქი - 225 გრ
შოკოლადი (კაკაო 55-70%) – 460 გრ
კვერცხი - 9 ცალი
შაქარი - 100 გრ
ლიმონის მჟავა - 0,25 ჩ/კ
კაკაო - გასაფორმებლად
23 სმ დიამეტრის ფორმა
მომზადების წესი:
1. შოკოლადი დატეხეთ და ჯამში ჩაყარეთ. დაუმატეთ კარაქი და ნელ ცეცხლზე, შეუჩერებელი მორევით გაადნეთ.
2. კვერცხის გულები მიქსერით ზუსტად 5 წუთი თქვიფეთ და შოკოლადიან მასას ფრთხილად შეურიეთ.
3. კვერცხის ცილები ლიმონმჟავასთან ერთად თქვიფეთ, სანამ ნაზ, ჰაეროვან ბეზეს არ მიიღებთ (ზედმეტად მკვრივი ბეზე სასურველი არაა). ათქვეფილი ცილები თითო კოვზობით, დაამატეთ შოკოლადიან მასაში და სილიკონის ნიჩბით ფრთხილად, ქვემოდან ზემოთ მოძრაობით შეურიეთ.
4. 23 სმ დიამეტრის ფორმას, რომელსაც გვერდები ეხსნება, კარქი წაუსვით და ცოტაოდენი ფქვილი მოაფრქვიეთ. ჩაასხით შოკოლადის მასა ფორმაში და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. თუ უფრო დიდხანს გააჩერებთ, ცომი ზედმეტად გამოშრება და ჩვეულებრივ ბისკვიტს დაემსგავსება.
5. კარგად გაგრილებული ტრიუფელი მთელი ღამით მაცივარში უნდა დატოვოთ, რომ საჭირო კონდიციამდე მივიდეს.
ტრიუფელი მაცივრიდან სუფრასთან მიტანის წინ გამოიღეთ დაა კაკაო მოაფრქვიეთ.
შენიშვნა:
თუ ისეთი ფორმა არ გაქვთ, რომელსაც გვერდები ეხსნება, ჩვეულებრივ ფორმას ალუმინის ფოლგა ჩაუფინეთ, რათა ტრიუფელის ამოღება არ გაგიჭირდეთ.
ტრიუფელი შესანიშნავად ინახება საყინულეში.
ამ დესერტის დასაჭრელად გაცხელებულ დანას იყენებენ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge