მწვანე აჯიკა ხორცისა და თევზეულისთვის – საოცარი არომატით!
ინგრედიენტები
მწვანე წიწაკა - 4 ცალი
ნიორი - 10 კბილი
ქინძი - 4 კონა
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მარილი - 1 ს/კ
მომზადება:
გაფცქვენით ნიორი. წიწაკას გამოაცალეთ თესლი. ბოსტნეული და ქინძი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ ნებისმიერი სოუსის შესაკმაზად და აუცილებლად გასინჯეთ ხორცთან და თევზეულთან ერთად!
წყარო: janmrteli.ge