ფარშირებული წიწაკა - გემრიელი და მსუბუქი სამარხვო კერძი
ინგრედიენტები
წყალი - 500 მლ
მარილი და პილპილი
ტომატ-პასტა - 3 ს.კ
სტაფილო - 500 გ
ხახვი - 1-2 თავი
მოხარშული ბრინჯი - 1 ჭიქა
ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 10 ცალი
რეჰანი ან შაშკვლავი
მომზადების წესები
წიწაკას მოვაცალოთ ყუნწი და ამოვაცალოთ თესლი.
ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. გავხეხოთ სტაფილო და დავამატოთ ხახვს, განვაგრძოთ შუშვა. ბოლოს დავამატოთ მარილი და პილპილი. ბოლოს შევურიოთ მოხარშული ბრინჯი. ამოვავსოთ ამ ფარშით წიწაკები და ჩავალაგოთ ღუმელის ღრმა ფორმაში.
ცალკე ჭურჭელში ტომატ პასტა გავხსნათ ნახევარ ლიტრ წყალში. დავამატოთ მარილი, დავასხათ ეს სითხე წიწაკას, როგორც ფორმმაში, ისე უშუალოდ წიწაკების შიგნით. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გახეხილი ცოცხალი პამიდორი გამოვიყენოთ ტომატის ნაცვლად. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-30 წუთით.
გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივად. მზა კერძს კიდევ მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილი
წყარო: janmrteli.ge