ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 1 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
ლორი - 100 გრამი
ყველი - 100 გრამი
ფქვილი
მარილი
მომზადება:
ბადრიჯანი დაჭერეთ თხლად სიგრძეზე. ყოველი ნაჭერი მსუბუქად დაბეგვეთ;
თხლად დაჭერით ლორი და ყველი;
თითო ნაჭერ ბადრიჯანზე დააწყვეთ თითო-თითო ნაჭერი ყველი და ლორი და შუაზე გადაკეცეთ;
ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კი ათქვეფილ კვერცხში:
შესაწვავად დადეთ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე;
შეწვით მანამდე, სანამ ოქროსფრად არ შეიბრაწება.
სხვათა შორის, შეგიძლიათ, სუფრასთან მიიტანოთ როგორც ცხლად, ისე ცივად.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge