თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

ნაყენი, რომელმაც ინფარქტის შემდეგ ფეხზე წამომაყენა. უკვე 20 წელი გავიდა, თავს კი არაჩვეულებრივად ვგრძნობ

დღევანდელ სტატიაში მინდა, მოგითხროთ ლიმონისა და ნივრის სამკურნალო ნაყენის შესახებ, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ფეხზე წამოდგომაში და სიცოცხლის ხალისის დაბრუნებაში დამეხმარა.

ინფარქტის გადატანის შემდეგ პერიოდულად სუნთქვის გართულება და საშინელი ტკივილის განცდა მკერდის არეში მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. ჩემი სხეული და ორგანიზმი იმდენად დასუსტებული და გამოფიტული იყო, რომ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი ძალიან მიჭირდა.

სხვადასხვა მედიკამენტებისა და პრეპარატების მიღების მიუხედავად, ძალებს ვერაფრით ვიღდგენდი. მოგვიანებით ჩემმა თანასოფლელმა ხნიერმა ქალბატონმა, რომლის სასწაულმოქმედი სამკრუნალო ნაყენების შესახებაც ბევრჯერ მქონდა მოსმენილი, ერთი საოცრად სასარგებლო ნარევის რეგულარულად მირთმევა მირჩია.

მე დღემდე ამ ქალბატონისა და მისი შემოთავაზებული ნაყენის მადლიერი ვარ! მისი ეფექტი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ჩემივე ინიციატივით ნაყენის რეცეპტი 1998 წელს ერთ-ერთ გაზეთშიც კი დაიბეჭდა.

დღეს მსურს ამ საშუალების შესახებ დეტალურად გიამბოთ და შემოგთავაზოთ მისი მომზადების საკმაოდ მარტივი ინსტრუქცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით თქვენც დაგეხმარებით…

ინგრედიენტები:

3 საშუალო ზომის ლიმონი
1 თავი ნიორი
1 ლიტრი მდუღარე წყალი
ინსტრუქცია:

ლიმონი თავის კანიანად კარგად გარეცხეთ საპნით, შეამშრალეთ და გათალეთ.
გათლილი ნაყოფები გაჭერით 4 ნაწილად და ბოლომდე გამოწურეთ წვენი.
გამოწურული წვენი შეინახეთ მაცივარში და გადადით კანის დამუშავებაზე.
კარგად დააქუცმაცეთ ის, ჩაყარეთ ქვაბში, ჩაჭყლიტეთ მთლიანი თავი ნიორი და დაასხით 1 ლიტრი მდურარე წყალი. ქვაბს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში.
დაყოვნებული ნარევი უნდა გადაწუროთ. ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ სითხე, რომელშიც უნდა გავურიოთ ლიმონის წვენი.
სამკურნალო ნაყენი მზად არის! ის უნდა მოათავსოთ მინის ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეფარება თავსახური და შეინახოთ მაცივარში.
დღეში ერთხელ, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით ეს სასმელი 50-60 გრამის ოდენობით, პატარა ყლუპებით.
კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.
როდესაც ლიმონისა და ნივრის ამ ნაყენის მიღებას დაიწყებთ, პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებებსა და ძალების მომატებას მალევე იგრძნობთ. ხანმოკლე დროში თქვენ ისეთივე ძლიერი, მხნე და ენერგიული გახდებით, როგორც უწინ.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია. გისურვებთ ჯანმრთელობას!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა