თეგებით ძიება

ლეღვი სიროფში - დღის დესერტი

ლეღვი სიროფში - მთლად მურაბა არ არის.. ეს უფრო დესერტია და შესანიშნავია ნაყინთან ერთად.

ინგრედიენტები


ლეღვი - 12 ცალი
შაქარი - 150 გ
დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი
წყალი - 1/2 ლ

მომზადების წესები


წყალი ჩაასხით პატარა ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და დარიჩინის ჩხირი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ, შემდეგ კი გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში.
ჩაალაგეთ ლეღვი გაგრილებულ სიროფში, კვლავ დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ბოლომდე გააცივეთ დესერტი.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა