როგორ მოვამზადოთ ხაჭო სახლში
ინგრედიენტები
არაჟანი ან კეფირი - 2-3 ს.კ
რძე - 1 ლ
მომზადების წესები
რძე ჩავასხათ სუფთა ჭურჭელში. თუ სოფლისაა, წამოვადუღოთ, მაღაზიისას არ სჭირდება ადუღება. გავაგრილოთ, დავამატოთ არაჟანი ან კეფირი, დავახუროთ და დავტოვოთ სითბოში 1 დღე ღამე. რძე უმჯობესია ცხიმიანი შევარჩიოთ, უცხიმო რძისგან უგემური ხაჭო გამოდის.
24 საათის შემდეგ რძე დამჟავდება: ცალკე გავა სითხე და ცალკე სქელი, კრემოვანი მასა.
მინიმალურ ცეცხლზე გავათბოთ რძე, მაგრამ ძალიან ნუ გავაცხელებთ. დავტოვოთ 20-25 წუთი.
საწურში ჩავაფინოთ რამდენიმე ფენა მარლა და გავწუროთ რძის მასა. 2-2.5 საათის შემდეგ მარლაში მხოლოდ მზა ხაჭო დარჩება.
პ.ს. ეს ხაჭოს მომზადების მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. ზოგიერთი მეთოდის მიხედვით, რძეში კალციუმს ასხამენ, ზოგის მიხედვით მაწონს. არსებობს ყველაზე მარტივიც: კეფირს ყინავენ, შემდეგ კი მარლაშივე ადნობენ, სადაც ხაჭოს მასა გროვდება.
ხაჭოსგან გამოსულ შრატს ნუ გადაღვრით - ის არაჩვეულებრივია ცომეულში. გამოიყენეთ წყლის ნაცვლად პურის, ხაჭაპურის და სხვა ტიპის საფუვრიან ცომში.
წყარო:gemrielia.ge