თეგებით ძიება
18. 10. 2019 News-ები

5 მნიშვნელოვანი პუნქტი, რასაც თქვენი შვილი სამუდამოდ დაიმახსოვრებს

მრავალშვილიანმა მამამ გამოსცა წიგნი "სიყვარულის 5 კანონი". მასში აღწერილია, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ოჯახური ცხოვრება და შევქმნათ ჰარმონია, რაზეც ყველა წყვილი ოცნებობს. თანაც, გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ შექმნილ ოჯახში ბავშვი უნდა გაიზარდოს. მისთვის კი 5 მნიშვნელოვანი პუნქტი არსებობს, რასაც ის მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებს.

1. უსაფრთხოების შეგრძნება
ყველა ბავშვი საჭიროებს დაცვას და ზრუნვას. ყური დაუგდეთ ბავშვების შიშებს. თუ "მონსტრი საწოლის ქვეშ ცხოვრობს", "შეაშინეთ და გააგდეთ" იგი. დაანახვეთ ბავშვს, რომ მისი დაცვა შეგიძლიათ. ნუ დასცინებთ, ეცადეთ, დაეხმაროთ შიშების
დაძლევაში.

2. ყურადღება
ბავშვები იმახსოვრებენ, რამდენ სიყვარულსა და ყურადღებას იჩენთ მათ მიმართ. მას ზუსტად ახსოვს, როცა საქმეების გამო სასეირნოდ არ გაჰყევით; ძილის წინ წიგნი არ წაუკითხეთ. ამიტომ ხშირად გაემგზავრეთ ხოლმე ერთად ქალაქგარეთ. ერთად დაკავდით სასარგებლო ჰობით. უბრალოდ, ერთად მეტი დრო გაატარეთ, დაიხმარეთ საოჯახო საქმეებშიც.


3. კრიტიკა და შექება
აღზრდის მეთოდი ყველა მშობელს თავისებური აქვს, მაგრამ თქვენი შვილი კრიტიკაზე მეტად შექებას, წახალისებას საჭიროებს. შექება - კარგი სტიმულია. ის მიახვედრებს ბავშვს, რომ მას აფასებენ, უყვართ და ესმით მისი. ამას ბავშვი არასდროს დაივიწყებს.

4. ქალისა და მამაკაცის როლი ოჯახში
ბავშვი აკვირდება მშობლებს, ოჯახის წევრებს და როცა გაიზრდება, ისე მოიქცევა, როგორც მის ოჯახში უფროსები იქცეოდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ოჯახში იყოს ჯანსაღი ატმოსფერო, ჰარმონია მეუღლეებს, მათ მშობლებს შორის.

5. ოჯახური ტრადიციები
ოჯახურ ტრადიციებს ადამიანი მთელი ცხოვრება იმახსოვრებს. აღადგინეთ და მისდიეთ ოჯახურ ტრადიციებს ან საკუთარი შექმენით. დააწესეთ კინოს ყურების დღე, ბუნებაში პიკნიკი ან კარვით ღამისთევა, ოჯახის მეგობრებთან ერთად სამაგიდო თამაშის (ლოტო, დომინო) დღე. ასეთ თბილ მოგონებებს ბავშვი მთელი ცხოვრება გულით ატარებს.

ავტორი:რუსუდან გელაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა