თეგებით ძიება

უგემრიელესი ოსტრი

ოსტრი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. ამ კერძის მომზადებისას აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ ხორცი.
ინგრედიენტები

საქონლის ხორცი - 1 კგ
ხახვი - 3 თავი
პამიდორი - 600 გ
ნიორი - 5 კბილი
ოხრახუში - 1 კონა
ქინძი - 1 კონა
დაფნის ფოთოლი
მარილი
წითელი წიწაკა, დაფქული

მომზადების წესები

იხილეთ ოსტრის მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი პატარა კუბებად.

გაახურეთ ტაფა, დააყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და მოთუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი.
როცა თითქმის მზად იქნება ოსტრის ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში.



ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;

ამასობაში, პომიდორს გააცალეთ კანი და დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ, ქილაში შენახული პომიდვრები გამოიყენოთ.

როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პომიდორი და მოთუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. მოშუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.

სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია, გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.

ოსტრი მზად არის!

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა