თაფლი ხველების საწინააღმდეგოდ (რეცეპტები)
თაფლი - უძველესი დროიდან განსაკუთრებით ძვირფასი პროდუქტია, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც კულინარიაში, ისე სახალხო მედიცინაში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თაფლი შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე, B ვიტამინებთან ერთად, A, C, E, K ვიტამინებს. თაფლი ორგანული მჟავითა და მინერალური მარილებით არის სავსე.
ამიტომ მას სახალხო მედიცინაში, გარეგანის მსგავსად, შიდა გამოყენებისთვისაც აქტიურად მიმართავენ. თუკი სეზონური ხველება გაწუხებთ, მოამზადეთ თაფლი ხახვთან ერთად. არსებობს კიდევ ბევრი ძველი მეთოდი, რომელიც წამლების უდავო ალტერნატივად ითვლება. ჩაინიშნეთ!
თაფლი და ანისული
ჩაის
კოვზი თხევადი თაფლი შეურიეთ 2 სუფრის კოვზ ანისულის მარცვლებსა და მწიკვ მარილს. დაასხით ჭიქა წყალი. შეათბეთ არაუმეტეს 30-35 გრადუსამდე, ვინაიდან ადუღების შემთხვევაში თაფლი სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ. ასეთი საშუალება მშრალ ხველას საუკეთესოდ ებრძვის.
თაფლი და ალოე
დაგჭირდებათ ერთი ჩაის კოვზი ალოეს რბილობი. შეურიეთ 2 ჩაის კოვზ თხევად თაფლში ერთგვარი მასის მიღებამდე. მიიღეთ დღეში სამჯერ 1 ჩაის კოვზი. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, არაუმეტეს ორი დღისა.
თაფლი და რძე
ყველაზე გავრცელებული და სასიამოვნო საშუალება ხველების საწინააღმდეგოდ. შეურიეთ 1 ჭიქა რძეს 1 ჩაის კოვზი თაფლი მესამედ კოვზ სოდასთან ერთად. შეათბეთ რძე, არ მოადუღოთ. თუკი ლაქტოზას ვერ იღებთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი რძე ჩაანაცვლოთ რძის შემცვლელი ფხვნილით, თუმცა შედეგს ვერ მიიღებთ ჩანაცვლებით, ვინაიდან საქმე ნამდვილი რძის შემცველობაში არსებულ ცხოველურ ცხიმებშია.
თაფლი და არაყი
ჭიქაში ჩანგლის მეშვეობით ათქვიფეთ კვერცხის გული. პროცესში დაუმატეთ სუფრის კოვზი თხევადი თაფლი, სუფრის კოვზ არაყთან და მწიკვ სოდასთან ერთად. მიღებული მასა ერთი ამოსუნთქვით უნდა დალიოთ. მიიღეთ დღეში სამჯერ. ყოველ მიღებაზე თავიდან მოამზადეთ. ეს საშუალება მთლიანად წმენდს ორგანიზმს.
თუკი არცერთი მეთოდი არ მოგეწონათ, შეგიძლიათ თაფლი ჩაისთან ერთად მიირთვათ. ესეც საკმაოდ ეფექტურ საშუალებად ითვლება.
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას!
წყარო:marao.ge