ბოსტნეულის რაგუ მეგრული აჯიკით
ინგრედიენტები
კარტოფილი - 3 ცალი, მოზრდილი
ბადრიჯანი - 3 ცალი
ყაბაყი - 2 ცალი
ხახვი - 1 დიდი თავი
ნიორი - 3 კბილი
პამიდორი ჩერი - 200 გ, ან ჩვეულებრივი, დაჭრილი
მეგრული აჯიკა - გემოვნებით
ოხრახუში და ქინძი
მარილი და პილპილი
ზეთი
მომზადების წესები:
ყველა ინგრედიენტი დავჭრათ კუბებად და მაღალ ცეცხლზე შევწვათ პორციებად. შემდეგ ყველაფერი ერთად მოვათავსოთ
ქვაბში, დავუმატოთ პამიდორი, პილპილი, მარილი და დაბალ ცეცხლზე ჩავთუშოთ კარტოფილის მომზადებამდე.
ბოლოს დავაჭრათ მწვანილები.
წყარო:gemrielia.ge