თეგებით ძიება

ბლინები პრასითა და ყველით

ფილოს ცომითა და პრასის გულსართით მომზადებული ბლინები განსაკუთრებით გემრიელია და ამასეთნ ბლინის ფირფიტებს არ უნდა ცხობა.

ინგრედიენტები:

ფილოს ცომი - 8 ცალი
პრასი - 500 გ
კრემ-ყველი ან ნაღების მდნარი ყველი - 100 გ
ყველი (მაგარი სახეობის) - 100 გ
კვერცხი - 1 ცალი
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები:

პრასი დაჭერით წრეებად და მოხრაკეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთში 15 წუთს განმავლობაში.

გადაიტანეთ მოხრაკული პრასი ბლენდერის ჭიქაში, დაუმატეთ ნაღების ყველი, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად ათქვიფეთ.

გაშსალეთ ფილოს ცომი, წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ გულში პრასის მასა და მაგარი ყველის პატარა ნაჭერი.

გადაახვიეთ ბლინები და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.

ასე გადაახვიეთ ყველა ბლინი და მოათავსეთ ფორმაში., შემდეგ გადაუსვით ზემოდან ზეითუნის ზეთი და აცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გაუხურებულ ღუმელში 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

წყარო:gemrialia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა