სოკოს წვინაინი ბოსტნეულით
რჩევა
ამ წვნიანს ძალიან უხდება ნივრიანი ორცხობილა და ნაღები, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მზა წვნიანს ცოტაოდენი ნაღები ჩაუმატოს.
ინგრედიენტები:
ხის სოკო - 200 გ
სტაფილო - 1 ცალი
კარტოფილი - 2 ცალი
მწვანილი (კამა, ოხრახუში...) - თითო კონა
ნიორი - 1 კბილი
ხახვი - 1 თავი
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი - მოსაშუშად
მომზადების წესი:
სოკო ხელით დავაქუცმაცოთ ან დავჭრათ. ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ სოკო და ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ 1,5 ლ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა ადუღდება, შევანელოთ მარილით, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და განვაგრძოთ მზადება. 5 წუთის დუღილის შემდეგ დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და პილპილი. მზა წვნიანს დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი.
წყარო::gemrielia.ge