თეგებით ძიება

იდეალური კარაქის კრემის მომზადების სუპერმარტივი მეთოდი!

დესერტებისთვის უამრავი, სხვადასხვა სახეობის კრემის გამოყენაბაა შესაძლებელი, მაგრამ დღეს გასწავლით კლასიკური კარაქის კრემის მომზადების ყველაზე მარტივ მეთოდს.


ინგრედიენტები:

დარბილებული კარაქი - 250 გ
შაქრის პუდრა - 300 გ
ვანილის ექსტრაქტი - 3-4 წვეთი
რძე - 3 ს/კ
მარილი 1/4 ჩკ


მომზადება:
კარგად დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერის საშუალო სიჩქარეზე 8 წუთის განმავლობაში.
გაცერით წვრილ საცერზე შაქრის პუდრა.
ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ კარაქს გაცრილი შაქრის პუდრა. ნელ-ნელა თითო კოვზობით ჩაუმატეთ შაქარი.
შემდეგ დაუმატეთ ვანილის ესენცია, მარილი და რძე. გააგრძელეთ თქვეფა 5 წუთის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა