ოლივიე საქონლის ენით და ქორფა კიტრით
ინგრედიენტები:
კარტოფილი - 5 ცალი
საქონლის ენა, მოხარშული - 1 ცალი
კიტრი - 5 ცალი
კაპერსები - 50 გ
მწყრის კვერცხი - 6 ცალი, მაგრად მოხარშული
შინ მომზადებული მაიონეზი
პირშუშხა - 1-2 ს/კ
კამა - 3-5 ღერი
მწვანე ხახვი - რამდენიმე ღერი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
არაჟანი - 3-4 ს/კ
მომზადების წესები:
მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. ჯერ კიდევ თბილ-თბილ კარტოფილს დაუმატეთ მაიონეზი და კაპერსები.
კიტრი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. წმინდად დაჭერით კამა, რამდენიმე ღერი გადადეთ მოსართავად. კიტრს მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ დაჭრილი კამა და კარგად აურიეთ. გადაიტენთ საწურზე, ცოტათი დაპრისეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
ენა გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად. არაჟანს დაუმატეთ პირშუშხა და შეანელეთ სოუსით ენა.
აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გადაიტანეთ ღრმა სასალათეში. კიდეებში ჩაარჭვეთ მწვანე ხახვი, გააფორმეთ დაჭრილი კიტრითა და მოხარშული მწყრის კვერცხით.
წყარო:gemrielia.ge