"ბეკონი საბანში" - წმინდა ინგლისური კერძი
წარმოგიდგენთ ინგლისური სამზარეულოს ერთერთ კერძს - "ბეკონს საბანში", რომელიც ყველაზე პოპულარული სტოუნჰენჯის მიმდებარე უილტშირის საგრაფოშია.
თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ კერძის მთავარი საიდუმლო ბეკონის ხარისხია - შეამოწმეთ მისი სიმშრალე. ბეკონი, რომელიც ტაფაზე მოხვედრის დროს უამრავ სითხეს ანთეთრ ქაფს გამოყოფს ამ კერძისთვის არ გამოგადგებათ. ბეკონმა სწრაფად უნდა მოიშოროს ცხიმი და დაიფაროს ხრაშუნა კანით. ნაკლებს ცხიმიანი ბეკონი ალბათ საუკეთესო იქნება.
მომზადებისთვის დაგჭირდებათ:
- ერთი ჭიქა ფქვილი
- მეოთხედი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი ან ნიგოზი
- 4 კვერცხი- 1 ჭიქა რძე
- თითო პორციაზე ბეკონის სამი ნაჭერი (მეოთხესაც თუ დაამატებთ, ამით კერძს არ გააფუჭებთ)
- მარილი, წიწაკა გემოვნებით.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ჩადეთ ყველა ფხვიერი პროდუქტი ჯამში, აურიეთ, გააკეთეთ შუაში ჩაღრმავება, ჩაახალეთ კვერცხები, შემდეგ რძე და ყველაფერი მიქსერით კარგად აურიეთ. შეიძლება სამზარეულო კომბაინის გამოყენებაც.
როდესაც არევას დაასრულებთ, მიღებული მასა რამდენიმე ხნით ჯამში დატოვეთ და ბეკონს მიხედეთ.
ბეკონი ვიწრო ზოლებათ დაჭერით, დადეთ ნაჭრები ცხელ, სასურველია თუჯის, ტაფაზე და შეწვით, სანამ ხრაშუნა კანს არ გაიკეთებს.
ამის შემდეგ ნელ-ნელაა დაასხით ცომი ტაფის ცენტრში, სანამ ის მთელ ძირს არ დაფარავს. რაც თხელი იქნება დასხმული ცომის სისქე, უკეთესია, დაახლოებით ბლინის სისქის, დაელოდეთ სანამ ზედა მხარე გაშრება (ტაფის სახურავს თუ გამოიყენებთ ეს უფრო სწრაფად მოხდება) და გადმოატრიალეთ.
მზა პროდუქტი თეფშზე მოათავსეთ და დაახვიეთ ბლინის სახით. შეგიძლიათ შუაზე ან მეოთხედ ნაჭრებათ გაჭრათ. სანამ დაახვევთ, შეგიძლიათ ბლინის შუაში მოატავსოთ ყველი, ოდნავ მოთუშული ხახვი ან სხვა სახის ბოსტნეული.
გემრიელათ მიირთვით.
წყარო:newpost.ge