თევზის საცივი
თუნდაც ყველაზე იაფფასიანი თევზი ასე მომზადებული, ნამდვილ შედევრად გადაიქცევა.
საცივისთვის ნებისმიერი სახეობის თევზი გამოდგება. უფრო მოსახერხებელი თევზის ფილე იქნება.
ინგრედიენტები:
თეთრი თევზის ფილე - 500 გ
ნიგოზი - 1 ჭიქა
თეთრი ღვინის ძმარი - 0,5 ჭიქა
დარიჩინი - 0,5 ჩ/კ
დაფქული მიხაკი - 0,5 ჩ/კ
ხმელი ქინძი - 1 ჩ/კ
ხახვი - 3 თავი
ნიორი - 4 კბილი
პილპილის მარცვლები - 6 ცალი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
მარილი - გემოვნებით
შავი პილპილი - გემოვნებით
წიწაკა ჩილი - 1 ცალი
ბოსტნეულის ბულიონი - 250 მლ
ქინძი - 0,5 კონა
ზეთი - მოსახრაკად
მომზადების წესები:
დაჭერით თევზი მსხვილ ნაჭრებად, დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს ფილე. ჩააგდეთ ქვაბში რამდენიმე ცალი სურნელოვანი პილპილის მარცვალი, დაფნის ფოთლები, მწიკვი მარილი და ხარშეთ ადუღებიდან დაახლოებით 40 წუთი. მოხარშული თევზი გადაიტანეთ ღრმა თეფშზე.
ხახვი დაჭერით წმინდად, მოხრაკეთ ზეთში.
ნიგოზი გაატარეთ ან დააბლენდერეთ წიწაკა ჩილისთან, ნიორთან, 1 ცალი დაფნის ფოთოლთან, სურნელოვან პილპილთან და ქინძთან ერთად. გადაიტანეთ გატარებული მასა ქვაბში, დაასხით ბოსტნეულის ბულიონი და დაუმატეთ მოხრაკული ხახვი. ასევე დაუმატეთ დაფქული დარიჩინი და მიხაკი, შავი პილპილი, ხმელი ქინძი, ღვინის ძმარი და მარილი. დააფარეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ხარშეთ 10 წუთი.
მზა სოუსი მოასხით თევზს და გააცივეთ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge