თეგებით ძიება

თევზის ღვეზელი სოკოთი

ინგრედიენტები:

კვერცხი - 1
ნაღები - 100 გ
ქამა სოკო - 8-10 ცალი, დიდი ზომის
თევზის ფილე - 600 გ
მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
მარილი და პილპილი
ლიმონის წვენი
ოხრახუში

მომზადების წესები:

თევზის ფილეს წინასწარ მოვასხათ ლიმონის წვენი და დავამარინადოთ.
სოკო თხლად დავჭრათ და ხახვთან ერთად კარაქში მოვშუშოთ. დავასხათ ნაღები და გავაგრძელოთ შუშვა რამდენიმე წუთით, სანამ შესქელდება. დავამატოთ მარილი, პილპილი, ოხრახუში ან კამა.

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.
ფენოვანი ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ, გავყოთ ორად. ერთ ფენაზე გადავიტანოთ სოკო, დავადოთ თევზის ფილე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზემოდან გადავაფაროთ ცომის მეორე ნაჭერი და გვერდები კარგად შემოვუკეცოთ. ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი.
გამოაცხეთ 30 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა