შემწვარი აჯაფსანდალი
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 5-6 ცალი
პომიდორი - საშუალო ზომის, 5-6 ცალი
ხახვი - 2 თავი
ნიორი - 4 კბილი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი (სურვილისამებრ)
მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)
მარილი და პილპილი
ზეთი
მომზადების წესები:
ბადრიჯანი გავრეცხოთ და ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ზეთდასხმულ ცხელ ტაფაზე
შევწვათ ერთი მხრიდან. დავჭრათ ხახვი და ნიორი წვრილად და დავუმატოთ ბადრიჯანს.
მეორე მხრიდანაც რომ კარგად შეიწვება, დავუმატოთ პამიდორი, ბულგარული წიწაკა და დაჭრილი მწვანილები. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ სანამ, პამიდორი კარგად ჩაითუთქება.
წყარო:gemrielia.ge