ყველაზე გემრიელი სამარხვო სალათი სოკოთი
ინგრედიენტები:
ბარდა - 200 გ
სტაფილო - 1 ცალი
კარტოფილი - 4 ცალი
დიჟონის მდოგვი - 2 ს/კ
სოკოს კონსერვი
მჟავე კიტრის წვენი - 5 ცალი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მწვანე ხახვი - 1 შეკვრა
მაიონეზი - 200 გ
მზესუმზირის ზეთი - 2 ჩ/კ
მომზადების წესები:
კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. ასევე მოხარშეთ სტაფილო. ორივე ინგრედიენტი გაფცქვენით და დააცადეთ გაციება. თეფშს მცენარეული ზეთი გადაუსვით, პირველ ფენად გახეხილი კარტოფილი გადაიტანეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი.
შემდეგი ფენაა: დაკონსერვებული ბარდა, გახეხილი სტაფილო, მდოგვი, გახეხილი დამარინებული კიტრი, წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო.
წყარო:gemrielia.ge