15 საუკეთესო რჩევა თევზის სწორად მოსამზადებლად
რჩევები თევზის მოსამზადებლად
ტბის თევზს უსიამოვნო სუნს წვნიანში დაფნის ფოთოლი მოაშორებს.
თევზის წვნიანი მოამზადეთ ნელ ცეცხლზე. ხანგრძლივი და ძლიერი დუღილი თევზს გემოს გაუფუჭებს.
ღუმელი ჯერ კარგად უნდა გაახუროთ, სანამ თევზს შედებთ.
იმისათვის, რომ გაიგოთ, მზადაა თუ არა თევზი, ჩანგლით მოაშორეთ რბილობი ხერხემალს. თუ ადვილად მოსცილდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან.
გაყინული თევზის მოხარშვა თუ გსურთ, აუცილებლად ცივი წყალი უნდა დაასხათ.
შესაწვავად აარჩიეთ თევზის ცხიმიანი სახეობა (კამბალა, ორაგული, პალტუსი), წვნიანისთვის კი - მშრალი (თინუსი, სტავრიდა, სკუმბრია).
თევზი არ მიეკრობა ტაფაზე, თუ
ზეთში მწიკვ მარილს დაუმატებთ.
შეწვის დროს გამოიყენეთ მცენარეული ზეთი და კარაქი ერთად - ეს თევზს ოქროსფერ ფერს მიანიჭებს.
სანამ თევზის შეწვას დაიწყებთ, ზურგზე რამდენიმეგან დასერეთ.
შეეცადეთ, თევზი ღუმელიდან ან ტაფიდან მანამ ამოიღოთ, სანამ ბოლომდე მზად იქნება. მაშინვე დააფარეთ ფოლგა. თევზი საჭირო კონდიციამდე თვითონ მივა.
თუ ქაშაყი იყიდეთ და ის ძალიან მლაშე გამოდგა, ჩადეთ ის მაგარი ჩაის ნაყენში. თევზი ბევრად გემრიელი გახდება.
მომზადებამდე თევზი 2 წუთით მარილიან წყალში ჩადეთ. ამგვარად თევზი მთლიანად შეიწოვს მარილს და არა მხოლოდ ზედაპირზე.
თუ თევზს რძეში მოთუშავთ, ის ძალიან ნაზი გამოვა და ფაქტობრივად, არ ექნება სპეციფიკური სუნი.
წითელი თევზი წვნიანი რომ გამოვიდეს, დაასხით მას ლიმონის წვენი, მომზადებამდე 10/15 წთ-ით ადრე.
თუ თევზი ფოლგაში უნდა მოამზადოთ, გამოიყენეთ უფრო მეტი მარილი, ვიდრე სხვა შემთხვევებში.
წყარო:marao.ge