ეგზოტიკური ქათამი აზიურ სტილში
ინგრედიენტები:
ქათამი - 1.5 კგ
სოიოს სოუსი - 80 მლ
თაფლი - 2 ს.კ
ჯანჯაფილი (კოჭა) - 2 სმ
წითელი წიწაკა, დაფქული
მარილი
მომზადების წესები:
ქათამი დაჭერით ულუფებად და ჩადეთ რაიმე ღრმა ჭურჭელში.
ერთმანეთში შეურიეთ თაფლი, სოიოს სოუსი, გახეხილი ჯანჯაფილი, წიწაკა. ეს ნარევი ოდნავ შეათბეთ, რომ თაფლი გადნეს. მოასხით ქათამს და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
დამარინადებული ქათამი პირდაპირ მარინადიანად გადაიტანეთ ღუმელში, 180 გრადუსზე და შეწვით. თუ საჭიროა, მოაყარეთ მარილი (სოიოს სოუსის სიმლაშიდან გამომდინარე) . მარინადი უნდა გამუქდეს, ქათამი კი ლამაზად დაიბრაწოს.
წყარო:gemrielia.ge