თეგებით ძიება

შოკოლადის ნაზი კექსი

ინგრედიენტები:

ზეთი - 100 მლ
კაკაო - 2 ს.კ
ფქვილი - იმდენი, რომ კეფირის სისქის კრემოვანი ცომი მივიღოთ
კვერცხი - 1
არაჟანი - 3 ს.კ
რძე - 130 გ
შაქარი - 130 გ
მინანქრისთვის:
შოკოლადი - 100 გ
ნაღები - 60 გ
ხილი მოსართავად

მომზადების წესები:

ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ არაჟანი და რძე, შემდეგ სოდა+ლიმონის წვენი. დავაცრათ კაკაო და ფქვილი, დავამატოთ ზეთი. უნდა მივიღოთ კრემისებური, ცოტა თხელი ცომი, დაახლოებით ისეთი, როგორც ცივი კეფირის სისქეა. შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა არომატი ჩვენი სურვილით: ვანილი, ალკოჰოლი, ფორთოხლის ცედრა…

20-22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და დავასხათ ცომი.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 - 30 წუთი. ბისკვიტი გავაციოთ და მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.

მინანქრისთვის ჯამში მოვათავსოთ დატეხილი შოკოლადი, 20% იანი ნაღები (ან ცხიმიანი რძე, ან 20 გ კარაქი+3-5 ს.კ წყალი) და გავადნოთ ორთლზე. კარგად ავურიოთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს. გავაციოთ და წავუსვათ თავზე ნამცხვარს. მოვრთოთ ხილით.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა