უგემრიელესი ქათმის კესადილა!
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 3 ნაჭერი
ჩილი წიწაკა - 1 ს/კ
სუნელების ნარევი - თითო 1 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
გახეხილი ყველი - 2 ჭიქა
ტორტილია (შეგიძლიათ გამოიყენოთ თხლი ლავაში, ან ტაფაზე გამოაცხოთ თხელი ფენები) - 4 ცალი
ზეთი და კარაქი
მომზადების წესები:
ქათმის ფილეს დავუმატოთ მარილი,პილპილი და სუნელები, კარგად ავურიოთ და კარაქიან და ზეთიან
ტაფაზე შევწვათ კარგად. ტორტილიაზე მოვათავსოთ ყველი, შემდეგ კი ქათმი ხორცი, გადავკეცოთ და
შევწვათ ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან.
წყარო:gemrielia.ge