თაფლის მინანქარი შემწვარი გოჭისთვის
შობასა და ახალ წელს ყველა ცდილობს ორიგინალური კერძების მომზადებას.
ტრადიციულ კერძად ითვლება შემწვარი გოჭი. ეს მინანქარი განსაკუთრებით უხდება თონეში შებრაწულ გოჭს, თუმცა, აირღუმელში
მომზადებულსაც უხდება.
ინგრედიენტები:
შემწვარი გოჭი
სოიოს სოუსი - 2 ს/კ
გახეხილი ჯანჯაფილი - 1 ს/კ
ძმარი ბალზამიკო - 1 ს/კ
პილპილი
თაფლი - 2 ს/კ
ნიორი - 1 კბილი
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
მარილი
მომზადების წესები:
ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ტაფაზე და წამოვადუღოთ 5 წთ.
შეგრილებული მინანქარი გადავუსვათ შემწვარ გოჭის ხორცს.
წყარო:gemrielia.ge