თეგებით ძიება

ალუბლის ღვეზელი ასე სწრაფად და მარტივად ჯერ არასდროს მოგიმზადებიათ

ყოველთვის გვსურს, რომ რაიმე გემრიელობა მარტივად კეთდებოდეს. ახლა სწორედ ასეთ რეცეპტს გთავაზობთ. ეს ღვეზელი ძალიან მარტივი გასაკეთებელია და მას დამწყები კულინარიც კი შეძლებს.
ინგრედიენტები:

ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 600 გ
გამდნარი კარაქი - 30 გ
კვერცხი - 4 ცალი
რძე - 250 მლ
ფქვილი - 100 გ
შაქარი - 100 გ
ვანილი
მწიკვი მარილი
შაქრის პუდრა - მოსაყრელად

მომზადების წესი:

გამოაცალეთ ალუბალს კურკები (თუკი აქვს). გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ თხელ ფენად შაქარი. გაანაწილეთ ალუბალი ფორმის ფსკერზე.

ჯამში ათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან და მარილთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი, რძე, ვანილი, გამდნარი კარაქი და ყველაფერი კარგად აურიეთ.

დაასხით მიღებული მასა ფორმაში მოთავსებულ ალუბლებს და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთი.

გამომცხვარ ღვეზელს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა