კრეპის ტორტი
ინგრედიენტები:
ფქვილი - 250 გ
შაქარი - 50 გ
კვერცხი - 4 ცალი, დიდი ზომის
რძე - 500 მლ
გამდნარი კარაქი - 50 გ
ვანილი
ნუთელა ან მისი მსგავსი შოკოლადის კრემი - წასასმელად
დაჭრილი ნუში - მოსაყრელად
მომზადების წესები:
ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ.
კრეპები გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.
შეგრილებულ კრეპებს გადავუსვათ შოკოლადის კრემი და ფენებს შორის მოვაყაროთ მოხალული ნუში.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge