თეგებით ძიება

გოგრის არომატული მურაბა - განსაკუთრებით უხდება შემწვარ სულგუნს!

ინგრედიენტები:

გოგრა, გარჩეული - 1 კგ
შაქარი - 300 გ
ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
შაქრის პუდრა - 1 ჩ/კ

მომზადების წესი:

გაარჩიეთ გოგრა, დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ქვაბში.
დაუმატეთ 300 გ შაქარი 1 კგ გარჩეულ გოგრას. შედგით ქვაბით გოგრა 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე. შემდეგ გააგრილეთ.
ახლა გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე შედგით კვლავ გოგრა ღუმელში კიდევ 20 წუთით, შემდეგ გამოიღეთ ქვაბი, დაუმატეთ 10 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ შაქრის პუდრა.
გაანაწილეთ ქილებში და დაახურეთ ჰერმეტულად.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა