თეგებით ძიება

რომელ საათზე დაიბადეთ - გაიგეთ, რითი დაგაჯილდოვათ სამყარომ დაბადების საათის მიხედვით

თუ გახ­სოვთ დღის რა მო­ნაკ­ვეთ­ში, ანუ რო­მელ სა­ათ­ზე და­ი­ბა­დეთ, შე­გეძ­ლე­ბათ წა­ი­კი­თხოთ, თუ რითი და­გა­ჯილ­დო­ვათ სამ­ყა­რომ.

პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი : 00:00 - 04:00 სთ - ამ დრო­ი­სათ­ვის და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცოდ­ნი­სა და სიბ­რძნის წყა­როა.

00:00 - 02:00 სთ - ისი­ნი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან, მათი ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი დი­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა. უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავს ისე გრძნო­ბენ, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, მოს­წონთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მათი მფარ­ვე­ლია მერ­კუ­რი.

02:00 - 04:00 სთ - მათ უყ­ვართ მუ­შა­ო­ბა, მყუდ­რო, სახ­ლის გა­რე­მო, გა­მორ­ჩე­უ­ლად ჩაც­მა, ხე­ლოვ­ნე­ბა და მუ­სი­კა. ერ­თგუ­ლე­ბი არი­ან, მათ­თვის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა ცა­რი­ე­ლი ფრა­ზა არაა. ფულს არ ფლან­გა­ვენ. მფარ­ვე­ლობთ ვე­ნე­რა.

მე­ო­რე პე­რი­ო­დი: 04:00 - 08:00 სთ - ამ დრო­ის­თვის და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან და­ჟი­ნე­ბულ­ნი და ამ­ბი­ცი­ურ­ნი არი­ან მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

04:00 - 06:00 სთ - ამ დროს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ცოტა აგ­რე­სი­უ­ლე­ბი, რად­გან მათ მარ­სი მფარ­ვე­ლობთ. საკ­მაო წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ კა­რი­ე­რა­ში და მათ­თან ყოფ­ნა ნამ­დვი­ლად არ მოგ­წყინ­დე­ბათ. მათ სჭირ­დე­ბათ მხო­ლოდ ძლი­ე­რი და სურ­ვი­ლით სავ­სე პარტნი­ო­რი.

06:00 - 08:00 სთ - ამ დროს იბა­დე­ბა ღრმა ხა­სი­ა­თის, მდი­და­რი შიდა სამ­ყა­როს მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. მას ად­ვი­ლად შე­უძ­ლია სხვი­სი გრძნო­ბე­ბის გა­გე­ბა. მფარ­ვე­ლობს ნეპ­ტუ­ნი.

მე­სა­მე პე­რი­ო­დი: 08:00 - 12:00 სთ - ამ დროს და­ბა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი, საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რია, ყვე­ლა შან­სი ეძ­ლე­ვათ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, რა­შიც ასე­ვე მათი ამო­უ­წუ­რა­ვი ოპტ­მიზ­მი და ენერ­გია ეხ­მა­რე­ბათ.

08:00 - 10:00 სთ - ხში­რად ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავთ, რად­გან თა­ვად არი­ან მე­გობ­რუ­ლე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი. წრე­ში იკა­ვე­ბენ არა­ფორ­მა­ლურ ლი­დე­რის ად­გილს, რად­გან უყ­ვართ სი­მარ­თლის დაც­ვა და არ ეგუ­ე­ბი­ან ტყუ­ილს. მათი მფარ­ვე­ლია ურა­ნი.

10:00 - 12:00 სთ - უზარ­მა­ზა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. აქვთ წარ­მა­ტე­ბა კა­რი­ე­რა­შიც. სიყ­ვა­რულ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ უმარ­თლებთ, რად­გან დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წილს მხო­ლოდ კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რო­ბენ. მათი მფარ­ვე­ლია სა­ტურ­ნი.

მე­ო­თხე პე­რი­ო­დი: 12:00 - 16:00 სთ - ეს ხალ­ხი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა- და­ი­ბად­ნენ, რათა გახ­დნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი. ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა სკან­და­ლე­ბი­სა და დრა­მე­ბის გა­რე­შე.

12:00 - 14:00 სთ - შე­იძ­ლე­ბა ცუდი სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ არი­ან კარ­გი მას­წვა­ლებ­ლე­ბი. მათი მი­სი­აა, გახ­დნენ პრო­ფე­სო­რე­ბი ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მათი ვნე­ბა და შე­მარ­თე­ბა მოგ­ზა­უ­რობს და ეძებს ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას. მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი.

14:00 - 16:00 სთ - მათ მოს­წონთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. აქვთ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ქა­რიზ­მა, რი­თიც იზი­და­ვენ სხვებს და ამი­ტომ ყვე­ლას სურს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ან მე­გობ­რო­ბა. მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი.

მე­ხუ­თე პე­რი­ო­დი: 16:00 - 20:00 სთ - ამ დროს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, არი­ან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი. ცდი­ლო­ბენ შე­იც­ნონ ახა­ლი და უცხო, იცხოვ­რონ სრუ­ლი ცხოვ­რე­ბით.

16:00 - 18:00 სთ - ბუ­ნე­ბით რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან. ან სა­ბო­ლო­ოდ იმარ­ჯვე­ბენ, ან თა­ვი­დან­ვე მარ­ცხდე­ბი­ან. სრულ­ყო­ფი­ლად ერ­გე­ბი­ან ცოლ-ქმრულ ცხოვ­რე­ბას. მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტაა ვე­ნე­რა.

18:00 - 20:00 სთ - სა­მუ­შაო მათ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს. ძა­ლი­ან აშ­ფო­თებთ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ამი­ტომ გარ­კვე­უ­ლი ეტა­პი დი­ე­ტო­ბენ და ჭა­მენ მხო­ლოდ ჯან­საღ პრო­დუქ­ტებს. ხში­რად მათ შო­რის ვნა­ხავთ ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ან ექი­მებს. მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტაა მერ­კუ­რი.

მე­ექ­ვსე პე­რი­ო­დი: 20:00 - 00:00 სთ - ამ დროს, ფაქ­ტობ­რი­ვად ლი­დე­რე­ბი იბა­დე­ბი­ან, რო­მელ­თაც აქვთ ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მათი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ შეც­დო­მებს არ უშ­ვე­ბენ.

20:00 - 22:00 სთ - მათი მფარ­ვე­ლია მზე. სცე­ნა არის ად­გი­ლი, სა­დაც მათი ყვე­ლა ნიჭი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. ისი­ნი სავ­სე­ნი არი­ან ვნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით. მათ და­ბა­დე­ბი­დან იცი­ან, თუ რო­გორ უნდა იცხოვ­რონ. გრძნო­ბენ და იქ­ცე­ვი­ან ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლად, თით­ქმის ისე, რო­გორც ფილ­მის ვარ­სკვლა­ვე­ბი.

22:00 - 00:00 სთ - მათ უყვრათ სხვებ­ზე ზრუნ­ვა. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნი­ათ ოჯა­ხი, სა­დაც უფ­რო­სად მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ხე­და­ვენ. ასე­ვე ძა­ლა­უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

წყა­რო:ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა