ოთახის მცენარეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - შეარჩიეთ თქვენი ბედნიერი თილისმა
დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, თუ რა პრინციპით ირჩევთ ოთახის მცენარეებს? როგორც ეზოთერიკა გვირჩევს, ოთახის მცენარე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. საქმე ისაა, რომ მცენარის მეშვეობით ადამიანი მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას არ იღებს, არამედ უნარჩუნებს მას ჯანმრთელობას, ამშვიდებს, იცავს, ასრულებს ბედნიერი თილისმის როლს.
საინტერესოა, რომელი მცენარე შეესაბამება ამა თუ იმ ადამიანს, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვერძი
ვერძი ძლიერი ნიშანია, რომელსაც მეომარი მარსი მართავს. ამ მიზეზით მას ყველაზე მეტად შეეფერება მაღალი, მყარფესვებიანი მცენარეები. იქონიეთ ინდური ან იაპონური აზალიები, ბაღის ნემსიწვერა,
ჯუჯა ბროწეული და სამეფო ბეგონია.
კურო
მიწის სტიქიის წარმომადგენლებს მოუხდებათ დაბალი, მყარი მცენარეები, რომლებსაც დიდი ფესვები აქვთ. ყვავილები, რომლებიც სახლში კომფორტისა და სტაბილურობის განწყობას ქმნიან. კუროსთვის სასურველია ფულის ხე, ყოჩივარდა, იები, ბეგონია, კალანჰოე ან გლოქსინია.
ტყუპი
ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა უნდა გადახედონ მცოცავ და მსხვილ, სქელფოთლიან მცენარეებს. ეს უნდა იყოს უპრეტენზიო მცენარეები, რომლებიც დიდხანს ძლებენ უწყლოდ. იდეალური ვარიანტი იქნება სურო, გვიმრა, ფინიკი, ასპარაგუსი და პალმის ხეები.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის სასურველია მცენარე, რომელსაც რეგულარული მორწყვა სჭირდება. ეს უნდა იყოს ლამაზი ყვავილი, მასიური მწვანე ფოთლებით, რომელთა ყურებისას სიხარულის, ბედნიერებისა და ოჯახური სითბოს განცდა ჩნდება. თუ კირჩხიბი სახლში მცენარეების ქონას გადაწყვეტს, არჩევანი უნდა შეაჩეროს ბეგონიაზე, ალოეს ხეზე, ფუქსიაზე ან პეპერომიაზე.
ლომი
ოთახის მცენარეების შერჩევისას ლომს უნდა ახსოვდეს, რომ მათ მზე მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სჭირდებათ მკვეთრი, ცეცხლოვანი და ძალიან ლამაზი ყვავილები. ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ლომის შემოქმედებით განვითარებას და კარგ განწყობაზე აყენებდნენ. არჩევანი შეაჩერეთ ჰიბისკუსზე, უკადრისაზე ან კალაზე.
ქალწული
ქალწულის ნიშნის წარმომადგენლისთვის პრიორიტეტს ინტელექტუალური სფეროს განვითარება და ჯანმრთელობა წარმოადგენს. ამიტომ შესაბამისი მცენარე ესაჭიროება. მათ შეეფერება ნებისმიერი სახეობის ლიანები, სურო, დრაცენა და მონსტერა, ასევე, ყვავილი, სახელად არყი.
სასწორი
სასწორისთვის მნიშვნელოვანია ჰარმონია გარშემო სამყაროსთან და ახლობლებთან, ე.ი. უნდა მოიშინაურონ ისეთი მცენარეები, რომლებსაც კეთილგანწყობისა და ჰარმონიის აურა თან სდევთ. ამ თვისებებით გამოირჩევიან ქრიზანთემები, ჰორტენზია, ზიგოკაქტუსები ან ლილიები.
მორიელი
მორიელები ენერგიული პიროვნებები არიან, რომლებსაც დამატებითი ძალები და რესურსები ყოველთვის ესაჭიროებათ. ამის მიცემა შეუძლია შესაბამის მცენარეებს - სამკურნალო და მაგიური თვისებებით. მათთვის კარგი იქნება, თუ სახლში იქონიებენ ოლეანდრს, დრაკონის ხეს, ალოეს, მონსტერას, სიდედრის ენას ან ჩვეულებრივ კაქტუსს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ცნობილი მოგზაურები არიან. ისინი ხშირად განიცდიან საკუთარი ჯანმრთელობის გამო. მათ სახლში უნდა იზრდებოდეს ძლიერი, მაღალი მცენარეები, რომლებიც შეძლებენ მშვილდოსნის გამხნევებას და მათი იმუნური სისტემის გაძლიერებას. იდეალურ შემთხვევაში უნდა იქონიონ ლიმონი, ოთახის ყურძენი, ბამბუკის პალმა, სანსევიერა ან ბონსაი.
თხის რქა
თხის რქას შეეფერება მკაცრი ფორმების მქონე მცენარეები, მაგრამ უმთავრესია, მათ დიდხანს შეეძლოთ უწყლოდ ყოფნა. კარგი იქნება კაქტუსები, ფიკუსი, იუკა, ფულის ხე ან დრაცენა.
მერწყული
მერწყულმა, როგორც ორიგინალურობის მოყვარულმა, სტუმრები უჩვეულო მცენარეებით უნდა გააოცოს. მათ შეეფერებათ დრაცენა, რძიანა, მარანტა ან ოთახის ნეკერჩხალი.
თევზები
თევზების მსგავსად, მათთვის შესაფერის მცენარეებსაც ძალიან უყვართ წყალი. ისინი უნდა გამოირჩეოდნენ მკვეთრი ფერებით და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდნენ. ასეთი იქნება ფიკუსი, ორქიდეა, სურნელოვანი გერანი ან პაპირუსი.
წყარო: cluber.com