14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სანამ რამეს მოიმოქმედებთ, მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ. მოსალოდნელია მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება ან კომერციული ოპერაციის წარმატებით დასრულება. თქვენი ეგოიზმი და სისუსტეების აყოლა შესაძლოა, ოჯახში ან სამსახურში უთანხმოების მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ, რადგან დღის პირველ ნახევარში შეიძლება შეცდომა დაუშვათ.
კურო
პროფესიაში წარმატება მიგახვედრებთ, რომ სწორ გზაზე დგახართ. კარგი დღეა მივლინებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, სადაც თავს სასურველად და დაცულად იგრძნობთ.
ტყუპი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. პირადი ცხოვრება დაგირეგულირდებათ. სასიყვარულო პარტნიორი თქვენზე ზრუნავს. ბავშვები საკუთარი წარმატებით გაგახარებენ.
კირჩხიბი
სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე გელით. ზოგიერთი დაწინაურებას ან უფროსის შექებას დაიმსახურებს. ეს არცაა გასაკვირი, თქვენ ხომ საუკეთესო თანამშრომელი ხართ. დაგროვილ უსიამოვნებებს მარტივად გაართმევთ თავს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ლომი
სამსახურში იყავით მიზანმიმართული და მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. საღამოს სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, საყვარელ ადამიანთან ერთად მოიფიქრეთ, როგორ გაიხალისოთ ურთიერთობა.
ქალწული
საინტერესო, მოულოდნელი მომენტებით დასამახსოვრებელი დღე გელით. მოსალოდნელია შეხვედრები და ახალი ნაცნობობა გავლენიან ადამიანებთან. პირად ცხოვრებაში ცვლილებები საღამოსკენაა მოსალოდნელი.
სასწორი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. შეგიძლიათ, თვითრეკლამასაც მიმართოთ, რათა სამყარომ გაიგოს თქვენი ტალანტის შესახებ. ფული აკურატულად ხარჯეთ, სერიოზულ საყიდლებზე, წვრილმანებს ისედაც გაჩუქებენ.
მორიელი
სიზარმაცე შემოგიტევთ, მთელი დღის შინ, მშვიდ გარემოში გატარება მოგინდებათ. თუმცა, უსაქმურობას არავინ გაპატიებთ, ისაუზმეთ და სამსახურში გაიქეცით, უამრავ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. საღამო სურვილისამებრ გაატარეთ.
მშვილდოსანი
თავს ბედნიერად და წარმატებულად იგრძნობთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან, კოლეგებს დაუმეგობრდით. ეცადეთ, დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ. საღამოს ოჯახში იდილია დაგხვდებათ.
თხის რქა
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ახალი პროექტების კოლეგებთან ერთად განსახილველად და მათ დასაწყებად. ნუ მოგერიდებათ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. დაუმეგობრდით მათ.
მერწყული
მშვიდი და სტაბილური დღე გელით. სამსახურის საქმეები მარტივი მოგეჩვენებათ, ყველა დაბრკოლებას ადვილად გაართმევთ თავს. დღეს არ გაგიჩნდებათ კითხვა: სად გაატაროთ თავისუფალი დრო, მეგობრებმა უკვე გადაწყვიტეს, მხიარულება გელით.
თევზები
უსაქმურობისგან მთქნარება არ გელით, საკმაოდ დატვირთული დღე გელით. სამსახურში მოაწესრიგეთ დოკუმენტები, მიმდინარე საქმეები. თუმცა ვერც სახლში დაჯდებით უსაქმოდ. ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ბავშვები, თქვენგან მეტ მზრუნველობას მოელიან.