თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში შეცდომით უდანაშუალო მოქალაქეები დაბომბა- გარდაცვლილია 5 ბავშვი

ღაზას სექტორში ასეულობით პალესტინელი შეიკრიბა ალ-მუჯაჰიდენის მეჩეთში, რათა დასწრებოდნენ სამგლოვიარო ცერემონიალს, სადაც ებრაული ავიაციის მიერ 8 გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა. ინფორმაციას ავრცელებს HAARETZ-ი.

ხუთშაბათს ერთ-ერთი ოჯახის 8 წევრი დაიღუპა ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო რეიდის შედეგად. უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ღაზას სექტორში დაბომბვებს შეეწირა 34 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი.

ისრაელის არმიის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ მათ შეცდომით დაბომბეს ღაზას სექტორში მდებარე ერთ-ერთი შენობა, რომელიც ისლამისტი ჯიჰადისტის შტაბში აერიათ. საავიაციო ჭურვებს შეეწირა უდანაშაულო ოჯახის 8 წევრი. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ოჯახის უფროსი, მისი ორივე ცოლი და 5 შვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა