თეგებით ძიება

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენი ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი საქმის შედეგზე სასიკეთოდ აისახება. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის, ჩასახვისა და მკურნალოიბისთვის.. ნებისმიერ საქმეს მარტივად გაუმკლავდებით. საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს კარიერული წინსვლა ელით.

კურო

მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსთან. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მემტისმეტად მეგობრების იმედად მყოფი დაკისრებულ მოვალეობას უპასუხისმგებლოდ მოეკიდეთ. ვარსკვლავები ფინანსურ საქმეებში წარმატებას გპირდებიან.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსს. შანსი გაქვთ, რომ საკუთარი უნარების წყალობით ფინანსური და საზოგადოებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.

კირჩხიბი

თუ ამ დღეს რაიმე თანამდებობის შეთავსება შემოგთავაზეს, არ დათანხმდეთ - აქედან სარგებელს ვერ მიიღებთ. დილიდან გაუგებრობებს უნდა ელოდოთ.. იმოქმედეთ ისე, როგორც გული და ინტუიცის გკარნახობთ და მეგობრების რჩებაც გაითვალისწინეთ. დღის მეორე ნახევარში ვნებები დაცხრება. ეცადეთ ახლობელი ადამიანების თხოვნა გაითვალისწინოთ. შესაძლოა, რომელიღაც მათგანმა ფინანსური დახმარება გთხოვოთ და უნდა დაეხმაროთ.

ლომი

ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. ენთუზიამისა და ოპტიმიზმის წყალობით ახალი პარტნიორების პოვნას შეძლებთ. მათი დახმარება საქმის მიმდინარეობაზე სასიკეთოდ აისახება. ხელსაყრეწლი დღეა ოჯახური ურთიერთობებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

ქალწული

შინაგანი ენერგიის გარდაქმნის დღეა. ნებისმიერ საქმეს ენერგიულად და ენთუზიაზმით შეეჭიდებით და სასურველ შედეგსაც ადვილად მიაღწევთ. ამ დღეს თქვენ ყოვლისშემძლე ხართ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სამართლებრივი დავებისთვის, გარიგებისთვის, ქორწინებისა და მოლაპარაკებებისთვის. ადვილად ახერხებთ მთავარზე კონცენტრირებას და ჩანაფიქრის განხორციელებას. ადვილად ახერხებთ საკუთარ თავში გააერთიანოთ განახლების სურვილი და რეალობის ობიექტური აღქმა.

მორიელი

ინფორმაციის მიღების და გაცემის დღეა, რომელიც სავსეა როგორც სასიამოვნო, ისე ნეგატიური მოულოდნელობით. სამსახური თქვენგან ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და ორგანიზებულობას მოითხოვს. თავი შეიკავეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან.

მშვილდოსანი

ნებისმიერ საქმეში წინდახედულება და პრინციპულობა გმართებთ. გაზრდილი სასიცოცხლო პოტენციალი და აქტიურობა პიროვნულ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაში გეხმარებათ. სავარაუდოდ, თქვენი უნარების საზოგადოებაში წარმოჩენის შანსი მოგეცემათ. ხელიდან ნუ გაუშვებთ საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობას.

თხის რქა

სავარაუდოდ, ძველი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, თუმცა საქმიან ქაღალდებთან მუშაობა და პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობა უმჯობესია სხვა დროისთვის დაგეგმოთ. ხელსაყრელი დღეწა მოღვაწობის სფეროს შეცვლისა და პირადი პრობოემებისმოგვარებისთვის. საქმიანი კონტაქტები უახლოეს ხანში ბევრ სარგებელს მოგიტანთ.

მერწყული

მიზნისმიღწევის, ხელობისა და მეცნიწერების დაუფლების დღეა. მიუხედავად იმისა, რომ დიდებას, ფულს და აღიარებას არ ესწრაფვით, წარმატება ძალიან გახარებთ და თავდაჯერებას გმატებთ. სავარაუდოდ, პარტნიორთან ურთიერთობის გადახედვა მოგიწევთ.

თევზები

მშვიდი და ჰარმონიული დღეა. ეცადეთ გაერკეთ საკუთარ გრძნობებში და აღადგინოთ გაწყვეტილი ურთიერთობები ადამიანებთან რომლებსაც საკუთარ ახლობლებად მიიჩნევდით. ეცადეთ ტაქტი და მოთმინება გამოიჩინეთ, რომ კონფლიქტი აღარ განმეორდეს. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, მთელი დღე ბუნებაში გაატარეთ. მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რას მიირთმევთ ერიდეთ მედიკამენტებისა და სპირტიანი სასმელების მიღებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა