21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გადაჭარბებული ემოციურობა შეიძლება ახლობელ ადამიანებთან კამათის მიზეზი გახდეს. ეცადეთ არ გადაიღალოთ და სერიოზულ საქმეს არ შეეჭიდოთ - მოსალოდნელია თავის ტკივილი და ნერვიულობა. მგზავრობის დროს ერიდეთ ქურდებს და უწესრიგო ადამიანებს.
კურო
მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი და ფინანსური პრობლემების მოგვარება. ხელმძღვანელობა თქვენი მუშაობით კმაყოფილია. შესაძლოა, უფრო ხელსაყრელი სამუშაოც შემოგთავაზონ. თამამად დათანხმდით, რადგან სოლიდური შემოსავალი გელით.
ტყუპები
ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა. ფინანსური შემოსავალი გელით. თქვენი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს და თანამშრომლობის სურვილს უჩენს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
კირჩხიბი
მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. სამსახურის ხელმძღვანელობა თქვენით კმაყოფილია. შეთავაზების შემთხვევაში, თამამად შეითავსეთ დამატებითი მოვალეობები. ეს კარგ შემოსავალს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში პირადი და საქმიანი შეხვედრები, ასევე საქმიანი ქაღალდების გაფორმება გელით.
ლომი
პარტნიორის არასერიოზული მოქმედება შესაძლოა, კონფლიქტის საბაბი გახდეს. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და სკანდალს. თქვენი ამპარტავნება შესაძლოა, ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი გახდეს. პროფესიულ საქმიანობაში თავშეკავებულად იმოქმედეთ და დამატებითი ვალდებულებების აღებას ერიდეთ - თქვენი შრომა დაუფასებელი დარჩება.
ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილი, გადაღლა და ნერვიულობა. ეცადეთ სამუშაო დილიდან დაგეგმოთ და მუშაობა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსოთ. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. დასაძინებლად ადრე დაწექით - თქვენს ორგანიზმს დასვენებისთვის მეტი დრო ესაჭიროება.
სასწორი
ცვლილებების დაწყების დღეა. მოსალოდნელია წინადადება სამსახურის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლის შესახებ. კომერციული საქმიანობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. ახლობელი ადამიანებისგან სრულ გაგებას და მხარდაჭერას გრძნობთ.
მორიელი
კრიტიკული დღეა. პირადი ცხოვრების პრობლემებს თუ ვერ გაუმკლავდით, მოსალოდნელია სკანდალი და შესაძლოა, ურთიერთობის გაწყვეტაც. გეჩვენებათ, რომ რაიმეს შეცვლისთვის არც ძალა და არც სურვილი გაქვთ. არ ღირს სიტუაციის გართულება, ყველაფერი თანდათან მოგვარდება.
მშვილდოსანი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი გაზრდილია, რაც პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს მოგიტანთ. ზნეობრივი სიწმინდე და წესიერება სამსახურის ხელმძღვანელობის ან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან სათანადოდ დაფასდება.
თხის რქა
პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება, რომლის შემდეგ შეძლებთ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა და კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით აიწიოთ. სამსახურში თქვენი გავლენა და ავტორიტეტი იზრდება, თუმცა დამატებითი ვალდებულებების აღებას ერიდეთ. ახლა გადაღლა არასასურველია.
მერწყული
დაძაბული დღეა, რომელიც მაქსიმალურ ორგანიზებულობას და სიტუაციის ანალიზს მოითხოვს.. მოსალოდნელია პრობლემები ოჯახის წევრებთან ან ახლობელ ადამიანებთან. გახსოვდეთ, რომ ყველა კონფლიქტის სათავე თქვენს ხასიათში იმალება.
თევზები
ამ დღეს გამჭრიახი თევზები ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი სარგებელს ნახავენ. განსაკუთრებულად ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება, რადგან ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებთ.