23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით, მაგრამ თავის შეკავება თუ მოახერხეთ, სერიოზული არაფერი მოხდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ექსპერიმენტებზე უარი თქვათ და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან ახალი ნაცნობობა.
კურო
სერიოზული პრობლემების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა. ახალი საქმის წამოწყება ახალი წლისთვის გადადეთ და ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. კარგი იქნება, თუ საბუთებს მოაწესრიგებთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში რომანტიკული შეხვედრა გელით.
ტყუპები
საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა ძალიან დაგაზარალებთ. ეცადეთ, თქვენი მოსაზრებები ახლობელ ადამიანებს თავზე არ მოახვიოთ - შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. სერიოზული პრობლემების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, სახლი კარგად დაალაგოთ ამ დღეს სიმშვიდეს მხოლოდ მყუდრო, ოჯახურ გარემოში ნახავთ. ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ - ეს მათ ახლა ძალიან სჭირდებათ.
კირჩხიბი
თქვენი აქტიურობა მცირდება. იწყება მნიშვნელოვანი პერიოდი და ძალიან თუ მოინდომებთ წლის ბოლო შესანიშნავი შედეგებით გაგახარებთ.
ლომი
შეუფერებელი დროა ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის. მსგავსი საქმიანობა მომავალი წლისთვის გადადეთ და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. თუ სიტუაციის რეალურად შეფასებას შეძლებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ.
ქალწული
ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით, თუმცა წინდახედულებასა და თავშეკავებას თუ გამოიჩენთ, ყველაფერი მალე მოგვარდება. შეუფერებელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. გირჩევთ, დოკუმენტები მოაწესრიგოთ. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული შეხვედრა გელით.
სასწორი
ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. მოსალოდნელია დაღლილობა და დეპრესია. გირჩევთ, მოკავშირეები მოძებნოთ და საკუთარი ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
მორიელი
დაგროვილ საქმეებს წარმატებით გაუმკლავდებით, თუმცა ძალიან დაიღლებით და თქვენი აქტიურობა შემცირდება. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც შემთხვევამ თქვენი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დააყენოს. სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.
მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა სერიოზული პრობლემების მოგვარებისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. კარგი იქნება, თუ მთელ დღეს სახლში გაატარებთ. ამ დღეს ბედნიერებას მხოლოდ ოჯახური სიმშვიდე მოგანიჭებთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა სეირნობისა და მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენს მომავალზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ერიდეთ უცნობ ადამიანებთან დაპირისპირებას ან ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტს. იღბალი თქვენს მხარესაა, მაგრამ ზოგჯერ გამარჯვება ძალიან ძვირი გვიჯდება.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს ნებისმიერი საქმის წარმატებით დასრულება შეგიძლიათ, თუმცა წლის ბოლოს ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება კოლექტიური საქმიანობა. მოსალოდნელია საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან სასიამოვნო სიახლე.
თევზები
არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. გირჩევთ, მთელი დღე ოჯახსა და ბავშვებს დაუთმოთ. შეგიძლიათ, საკუთარი თავი ძვირად ღირებული და ლამაზი ნივთების შეძენით გაანებივროთ. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ.