24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად. ჩანაფიქრის განხორციელებას განსხვავებული მეთოდებით ან ახალი პარტნიორის დახმარებით შეძლებთ. შესანიშნავი დროა სულიერი განვითარებისა და ქველმოქმედებისთვის. დროს ნუ დაკარგავთ უსარგებლო საუბრებზე და მეორეხარისხოვან საქმეებზე, თორემ მთავარს ვერ შენიშნავთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისთვის. თავს შესანიშნავად გრძნობთ, თუმცა ახლობელ ადამიანებთან მოსალოდნელია მცირე კამათი. შესაძლოა, უეცრად იმ ადამიანის ნახვა მოისურვოთ, ვინც უახლოეს წარსულში ძალიან გარელვებდათ.
ტყუპები
სიყვარულის, შენდობის და მონანიების დღეა. ეცადეთ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ - მალე დაძაბული სამუშაო გელით. ქალები შეიძლება სტუმრად დაპატიჟონ. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა გექნებათ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშისთვის. მოსალოდნელია ახალი შეხვედრები და სასიამოვნო ნაცნობობა. გამორიცხული არაა, რომ იმ ადამიანის ნახვა მოგინდეთ, ვინც უახლოეს წარსულში ძალიან გაღელვებდათ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად. გამორიცხული არაა, რომ თქვენმა ამბიციურობამ პრობლემები შეგიქმნათ. სამსწახურში მოულოდნელი წინააღმდეგობა გელით. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოხვიდეთ.
ქალწული
სიყვარულის, პატიების და მონანიების დღეა. ეს პერიოდი ხელსაყრელია სულიერი განვითარებისთვის და ეკლესიაში წასვლისთვის. ეცადეთ წვრილმანებზე არ მოცდეთ, თორემ მთავარს ვერ შენიშნავთ.
სასწორი
ამ დღეს უამრავი შეხვედრა და მოულოდნელი ნაცნობობა გელით. მამაკაცებს ვურჩევთ ქალბატონების მიმართ მეტი სითბო და ყურადღება გამოხატონ. ცოლი იქნება ეს, დედა, და თუ შვილი. საღამოს საკუთარი თავით უკმაყოფილებას იგრძნობთ, თუმცა ეს დროებითია.
მორიელი
არახელსაყრელი დღეა შეძენისთვის და ფულის დაბანდებისთვის. ერიდეთ ფულის სესხებას და გასესხებას. შესაძლოა, თავი მარტოსულად იგრძნოთ, რისი მიზეზიც თავად ხართ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში ყველა საქმე გადადოთ და მთელი დრო ოჯახს და შვილებს დაუთმოთ, რომლებსაც თქვენი ყურადღება ძალიან ჭირდებათ.
მშვილდოსანი
ძველი პროექტების დასრულებამდე ერიდეთ ახალი საქმია დაწყებას და ავანტიურებში ჩართვას. ოპტიმისზმი და საკუთარი თავის რწმენა ქალებს რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარებათ. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც უამრავ წელს გაატარებთ. მამაკაცები ნაჩქარევ და არასერიოზულ ქმედებებს უნდა ერიდონ.. ეს შეიძლება ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
თხის რქა
სიყვარულის, შენდობის და აღსარების დღეა, რომელიც ხელსაყრელია სულიერი განვითარებისთვის და მონასტერში ვიზიტისთვის. პროფესიულ საქმიანობაში ან პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოგიტანთ, ხოლო წესიერება ადამიანებს თქვენს მიმართ კეთილად განაწყობს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას - შესაძლოა, ძველმა ავადმყოფობამ თავი შეგახსენოთ.
თევზები
წინააღმდეგობრივი დღეა. სავარაუდოდ, დღის პირველი ნახევარი წარმატებას ვერ მოგიტანთ და გაიძულებთ გეგმებს გადახედოთ. თქვენი აქტიურობის მიუხედავად, სასურველი შედეგის მიღწევას ვერ შეძლებთ. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარი სიმშვიდეს მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ პატარა ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ და მეგობრებს დაპატიჟებთ.