თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ დეკემბერში ფინანსურად

დეკემბერი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის შემოსავლიანი თვე იქნება. მაგრამ ზოგიერთ ნიშანს განსაკუთრებულად გაუმართლებს. გთავაზობთ ნიშნების ტოპ-ექვსეულს, რომლებსაც ზამთრის პირველ თვეში განსაკუთრებული შემოსავლები ელოდება.


ვერძი

ვერძების ფინანსების სახლში განთავსებული ვენერა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობის შედეგად დიდ შემოსავალს ჰპირდება. ვერძებს თანხები მომგებიანი თანამშრომლობის შემდეგ ელოდება. მაგრამ ფულის ხარჯვის მხრივ დეკემბერში მათ მეტი თავშეკავება მართებთ, რადგან დიდია რისკი, რომ იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე გამოიმუშავეთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ფინანსური ჯილდოს იმედი შეიძლება ჰქონდეთ დეკემბერში. მზე და იუპიტერი საკმაოდ ახლოს იქნებიან. და რადგანაც მზე კირჩხიბის ფულის სახლს მართავს, თვე, ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. შესაძლებელია დამატებითი შემოსავალი ახლობლებისგან. მაგრამ გაითვალისწინეთ - არ აიღოთ კრედიტი ამ თვეში.

ლომი

ლომებს დეკემბერში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებით, თანხების გამომუშავების კარგი შანსი აქვთ. ასევე, დამატებითი შემოსავალია მოსალოდნელი მეუღლის ან საყვარელი ჰობის მეშვეობით. ამავე დროს, იფრთხილეთ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება.

სასწორი

ვენერა სასწორების ფულის სახლში განთავსდება, ამიტომ ფინანსების თვალსაზრისით ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმატებული თვე ელოდებათ. შეძლებთ შემოსავლის ახალი წყაროს მოძებნას, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი მეუღლის მხრიდან.

მორიელი

იუპიტერი თქვენი ფულის სახლში ტრანზიტს ასრულებს, ამიტომ თანხებთან დაკავშირებულ საკითხებში წარმატება გარანტირებულია. მაგრამ ფულის ზრდასთან ერთად, გასავალიც მოიმატებს. თავი უნდა შეიკავოთ წამიერი ცდუნებებისგან და ბევრი ფული არ დახარჯოთ. ანდეთ საკუთარი ფინანსები ახლობელ ადამიანს, რომელიც ფულს დაგიზოგავთ.

თხის რქა

დეკემბერი თხის რქებისთვის შემოსავლიანი თვე იქნება. თქვენ შეძლებთ ჩვეულებრივზე მეტი თანხების მიღებას, მაგრამ ხარჯებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. შესაძლოა, ბევრი ფული დაიხარჯოს სტუმრებსა და ნათესავებზე. საჩუქრების ყიდვა თვის მეორე ნახევარში სჯობს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა