თეგებით ძიება

ზოდიაქოს ყველაზე არამზადა ნიშნები

ვერძი


ნერვიული და იმპულსური არამზადა. ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩადენილის შემდეგ ან მაშინვე ითხოვს პატიებას - ხმაურიანად და თეატრალური ეფექტებით (რათა ხვალ ისევ ძველებურად გააგრძელოს), ან საერთოდ არ ითხოვს პატიებას - თურმე, სიამაყე არ აძლევს ამის საშუალებას.

თავისმართლება: „მაპატიე, რაღაც დამემართა. ეშმაკი შემიჩნდა“.

კურო


ანგარიშიანი არამზადა. მას შეიძლება ხშირად ჰკითხოთ: „საერთოდ ფიქრობ, რას აკეთებ?“ დაგვიჯერეთ, ძალიან კარგად ფიქრობს. ის წინასწარ თვლის, სად მიაყენოს მოწინააღმდეგეს დარტყმა, რომ უფრო მტკივნეული იყოს.

თავისმართლება: „თავად დაიმსახურე“.

ტყუპები


თავქარიანი არამზადა. ხშირად ვერ გრძნობს, რომ როგორც უკანასკნელი არამზადა ისე იქცევა. ჩადენილი სისაძაგლე 5 წუთში ავიწყდება.

თავისმართლება: „შენ რა, გეწყინა? რატომ?“

კირჩხიბი


ძალიან უბედური არამზადა. ეს შენ ხარ არამზადა, ის კი - გარემოებების უდანაშაულო მსხვერპლია. და ასე იქნება ყოველთვის, თუნდაც მის მიერ ჩადენილი სისაძაგლეები შენზე მეტი იყოს. უფრო მეტიც, ის იზრუნებს, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს, როგორ მოექეცი საწყალს.

თავისმართლება: „თავად მაიძულე!“

ლომი


საკუთარ თავზე შეყვარებული არამზადა. ის ბრძენი და დიდებულია, ის - მეფეა, სხვები კი - ფეხებქვეშ დაგდებული ნაგავი. ამ მგდომარეობიდან გამომდინარეობს ყველა მისი სისაძაგლე.

თავისმართლება: „ასე მომინდა“.

ქალწული


გულღვარძლიანი არამზადა. ოდესღაც სადღაც გადაუღობე გზა (ან რაღაც უსიამოვნო თქვი მისი მისამართით) - მიიღე, რაც დაიმსახურე! მთელი ეს წლები ამ მომენტს ელოდებოდა, რათა გადმოენთხია მთელი ჭუჭყი, რომელიც შიგნით დაუგროვდა.

თავისმართლება: „მე? ეგ როგორ იფიქრე!“

სასწორი


მშიშარა არამზადა. სასწორებმა პირველი ადგილი დაიკავეს არამზადების რეიტინგში. საძაგელი, უზნეო არსებაა. ტყუილი, ცილისწამება, ღალატი - ასეთი ცხოვრების წესი აქვს. და ეს ყველაფერი სილაჩრის გამო.

თავისმართლება: არანაირი... ჩაიდინა სისაძაგლე და დაიმალა.

მორიელი


პრინციპული არამზადა. პრინციპები შეიძლება ნებისმიერი იყოს, მასში არ არის არსი. მისი სუპერრთული მსოფლმხედველობის თვალსაზრისით შენ დაარღვიე რომელიღაც აკრძალვა და უნდა დაისაჯო. საკუთარ თავს ის სამართლიანობის იარაღად თვლის.

თავისმართლება: არანაირი. და ქედმაღლურად მაღლა აწეული ნიკაპი.

მშვილდოსანი


სკანდალური არამზადა. ის იღებს სიამოვნებას კონფლიქტებისგან.

თავისმართლება: ამაღლებული ტონით ნათქვამი უაზრო ტექსტი.

თხის რქა


ჯიუტი და შეზღუდული არამზადა. კუროს გულგრილობა + ლომის ეგოიზმი + მისი პირადი განუმეორებელი გონებაჩლუნგობა. და კიდევ სიძუნწე.

თავისმართლება: „ასე გამოვიდა“.

მერწყული


ცინიკური არამზადა. საპატიო მეორე ადგილი სასწორის შემდეგ. გააკეთებს სისაძაგლეს მარტო იმისათვის, რომ იცინოს როგორ იტანჯები.

თავისმართლება: „ჰა-ჰა“.

თევზები


გულგრილი არამზადა. როდესაც საშველად უხმობენ, ის კეტავს ფანჯარას და მჭიდროდ ეხვევა საბანში. ნუ ელოდები, რომ მოვა შენთან საავადმყოფოში, სადაც სიკვდილის ბოლო წუთებს გაატარებ.

თავისმართლება: „ბოდიში, მაგრამ ყველა საკუთარ თავზე აგებს პასუხს“.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა