ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული
კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ინგრედიენტები:
ჭარხალი - 300 გრ
სტაფილო - 200 გრ
გოგრა - 250 გრ
ხახვი - 100 გრ
მჟავე კიტრი - 100 გრ
მზესუმზირის ზეთი - 15 გრ
კამა - 20 გრ
წიწაკების ნარევი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ხახვი დაჭერით რგოლებად და დაყარეთ ცეცხლგამძლე ფორმაზე. ჭარხალი და სტაფილო გაასუფთავეთ და ჩხირებად დაჭერით.
2. ცეცხლგამძლე ფორმაში შემდეგ ფენად მოათავსეთ ჭარხალი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ზეთი. იგივე გაიმეორეთ სტაფილოს შემთხვევაშიც.
3. გოგრა დაჭერით ჩხირებად, მოაყარეთ მარილი და დააყარეთ ბოსტნეულს ზემოდან. ფორმას დაახურეთ თავსახური ან ფოლგა.
4. აცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. აკურატულად გადმოიღეთ ცხელი ვინეგრეტი მოზრდილ ლანგარზე.
5. დაჭერით მჟავე კიტრი რგოლებად, კამა - წვრილად და მოაყარეთ ზემოდან ვინეგრეტს. სუფრასთან ცხლად მიიტანეთ!
გემრიელად მიირთვით!