ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით
არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
ინგრედიენტები:
ქათმის ბარკლები - 6 ცალი
ნიორი - 6 კბილი
ნივრის ფხვნილი - 2 ჩ/კ
სოიოს სოუსი - 1 ს/კ
შავი პილპილი - გემოვნებით
წყალი - 60 მლ
თაფლი - 4 ს/კ
თეთრი ღვინის ძმარი - 2 ს/კ
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ქათმის ბარკლებს მოვაცილოთ ძვალი და კანი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ნივრის ფხვნილი. მარინადში გავაჩეროთ 30 წუთი.
2. კარგად გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ მცირეოდენი ზეთი და შევწვათ ბარკლები 5-6 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან.
3. საშუალო ზომის ჭურჭელში ავურიოთ თაფლი, წყალი, ძმარი და სოიოს სოუსი. ქათამს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და 30 წუთის შემდეგ დავასხათ მომზადებული სითხე.
4. თუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სოუსის შესქელებამდე. მოაყარეთ მწვანილი და სუფრასთან თბილი მიიტანეთ.
თაფლისა და სოიოს სოუსის წყალობით ბარკლები ოქროსფერს მიიღებს. გარნირად შეგიძლიათ ბრინჯი გამოიყენოთ, თუმცა კარტოფილთან და გრილზე მომზადებულ ბოსტნეულთანაც გემრიელი იქნება.
გემრიელად მიირთვით!