როგორ უნდა მიხვდეთ, რომ "მას" თქვენი მიტოვება სურს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
1. ვერძი - სადმე შორს გაგიშვებთ, ან თავად წავა თქვენგან შორს სამოგზაუროდ და ამის შემდეგ მისგან ერთ სიტყვასაც ვეღარ გაიგებთ, თვალითაც ვერ ნახავთ. არ უპასუხებს თქვენს შეტყობინენებებს და ასე გაგრძნობინებთ, რომ თქვენთან ურთიერთობა არ უნდა.
2. კურო - წაგშლით სოციალური ქსელებიდან და ეს იქნება მისი პირველი ნაბიჯი თქვენი თავიდან მოშორების კუთხით. მას არ სურს თქვენს ფოტოებსა და სტატუსებს ხედავდეს. უნდა, რომ საერთოდ დაგივიწყოთ.
3. ტყუპები - ტყუპები ისე მოიქცევა, იძულებულს გაგხდით, რომ თავად წახვიდეთ მისგან. ისეთ პირობებს შეგიქმნით, რომ გაიძულებთ წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღოთ.
4. კირჩხიბი - ისინი მოინდომებენ თქვენგან შორს ყოფნას, რაც იმის მანიშნებელია, რომ ურთიერობას ასრულებენ.
5. ლომი - როცა ურთიერთობის დასრულება სურს, ის თავს მოგაჩვენებთ, რომ ძალიან დაკავებულია. გეტყვით, რომ არ სცალია შესახვედრად. უამრავ მიზეზს მოიფიქრებს და აღარ შეგხვდებათ. ეს იმის მანიშნებელია რომ თქვენი სახის დანახვა მას აღარ უნდა.
6. ქალწული - ის უპასუხებს თქვენს მესიჯებს, მაგრამ თავისი ინიციატივით აღარ მოგწერთ და არც დაგირეკავთ. თქვენ გვერდით იქნება, როცა დაგჭირდებათ, მაგრამ არასოდეს გთხოვთ დახმარებას. ეს კი იმის მანიშნებლად უნდა მიიღოთ, რომ ქალწულს თქვენთან ურთიერთობა აღარ სურს,
7. სასწორი - ის აუცილებლად მოგცემთ მეორე შანსს, თუმცა თუ ისევ დაუშვებთ შეცდომას და აწყენინებთ, თქვენგან წავა და თან ისე, რომ ვერც ჰკითხავთ ვერაფერს. არანაირ შანსს არ დაგიტოვებთ.
8. მორიელი - თუ მაინც განშორება გადაწყვიტ,ა ის პირდაპირ არ გეტყვით. უბრალოდ დაიწყებს დროის მარტო გატარებას, არ წამოვა თქვენთან ერთად წვეულებებზე, აღარც შვებულების თქვენ გვერდით გატარებას მოინდომებს.
9. მშვილდოსანი - თუ ურთიერთობა აღარ სურთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თქვენთან დიალოგს თავი აარიდონ. მშვილდოსანი შეიცვლის ტელეფონის ნომერს, რადგანაც ვეღარ შეძლოთ კომუნიკაცია. არ სურს მოისმინოს თქვენი გრძნობების და განცდების შესახებ. უბრალოდ უნდა, რომ მარტო დატოვოთ.
10. თხის რქა - ის ძალიან უხეშად მოიქცევა. თუ თქვენთან ურთიერთობა აღარ უნდა, გამარჯობასაც არ გეტყვით. წაგშლით სოციალური ქსელებიდან და არ უპასუხებს თქვენს შეტყობინებებს.
11. მერწყული - ის გამოგიგზავნეთ ძალიან ვრცელ შეტყობინებას და განგიმარტავთ, თუ რატომ სურს თქვენთან განშორება და ამის შემდეგ თავს შორს დაიჭერს თქვენგან.
12. თევზები - თქვენ გარდა ყველას ეტყვის, რომ არ სურს თქვენთან ურთიერთობა, რომ თავს აბეზრებთ და აღიზიანებთ. მას არ სურს მოვიდეს თქვენთან და გითხრათ თუ რის გამო ღიზიანდება, მაგრამ ამის შესახებ სხვებისგან შეიტყობთ.
წყარო:trend.ge