თეგებით ძიება

მოამზადეთ ტორტი "ეკლერი" - უგემრიელესი დესერტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება!

საკმაოდ ხშირად გვინდება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიეტა და ფიგურა დავივიწყოთ და ჩვენს თავებს ერთი ტკბილი და გემრიელი დესერტი ვაჩუქოთ. ტორტი “ეკლერი” ამ დროს იდეალური გამოსავალია, რადგან მისი მომზადება ძალიან მარტივია, შედეგი კი საოცარი…

დაგჭირდებათ:

• 450 გრ. ორცხობილა (პეჩენია)

• 520 მლ. რძე

• 1 ც. კვერცხის გული

• 7 ს. კ შაქარი

• 2 ს. კ აკაოს ფხვნილი

• 50 გრ. კარაქი

• 2,5 ს. კ სახამებელი

• 1 ჩ. კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

1. კრემის მოსამზადებლად 500 ml. რძე გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მეორე ნაწილს კი დაუმატეთ სახამებელი, 3 ს.კ შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და კვერცხის გული. ათქვიფეთ მასა და ხელით და ჩაასხით მდუღარე რძეში. ამზადეთ ცეცხლზე და ურიეთ მანამ, სანამ არ შესქელდება. მიღებული პუდინგი გააგრილეთ.

2. საცხობ ჭურჭელში ან ფოლგაში ჩააფინეთ პერგამენტი ან საცხობი ქაღალდი, მოათავსეთ მასზე ორცხობილების ფენა (სურვილისამებრ შეგიძლიათ ისინი ნაფშვენებად აქციოთ), გადაანაწილეთ კრემი და ააწყვეთ ნამცხვარი ფენებად. ბოლო ფენა უნდა იყოს ორცხობილის.


3. გლაზურის მოსამზადებლად აურიეთ 4 ს.კ შაქარი, კაკაოს ფხვნილი, 1 ს.კ რძე და მიქსტურა შემოდგით ცეცხლზე. როცა მასა დუღილს დაიწყებს, დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ, ისე რომ კარაქი მთლიანად გადნეს. გადმოდგით შესქელებული გლაზური ცეცხლიდან და მოასხით დესერტს. შეინახეთ დესერტი მაცივარში, რომ დარბილდეს და გემო შეითვისოს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა