თეგებით ძიება

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სამსახურში ან პარტნიორთან ურთიერთობაში მომხდარი გაუგებრობა უარყოფითად აისახება საქმის საბოლოო შედეგზე. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირების გამო განსაკუთრებით საშიშია გადაღლა და ნერვიულობა. მამაკაცებს ვურჩევთ თავი შეიკავონ ახალი საქმის დაწყების, დოკუმენტებთან მუშაობისა და ავტომობილის სწრაფად ტარებისგან. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიყვარულო იმედგაცრუება. უარს ნუ იტყვით ახლობელი ადამიანების დახმარებაზე.


კურო

შესაფერისი დღეა სიყვარულზე ფიქრისთვის. შესაძლოა, ყველაფერი ისე უღრუბლო და მშვენიერი არ აღმოჩნდეს, როგორც გეგონათ. მოსალოდნელია ურთიერთობის გარკვევა ახლობელ ადამიანთან. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით თუ თქვენთვის უსიამოვნო სიახლე გაიგეთ. სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. ერიდეთ უფროსთან და კოლეგებთან კამათს და ურთიერთობის გარკვევას, რადგან შესაძლოა, თავად დაზარალდეთ.


ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ბიზნესში დასაქმებული ტყუპებისთვის. მოსალოდნელია მაცდური წინადადება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ეცადეთ საკუთარი ჩანაფიქრი არავის გაუმხილოთ, რადგან შეიძლება არაკეთილმოსურნეთა ყურადღება მიიქციოთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები.


კირჩხიბი

კარიერაზე ფიქრისთვის არახელსაყრელი დღეა. სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. ნუ ჩაერევით კოლეგების კამათში, თორემ თქვენ საბოლოოდ, თქვენ დაგადანაშაულებენ.


ლომი

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც პარტნიორთან თქვენი ურთიერთობას სერიოზულ გამოცდას მოუწყობს. მამაკაცებს ვურჩევთ ემოციებს გაუმკლავდნენ და საკუთარი საქციელი ობიექტურად შეაფასონ. ერიდეთ დაპირებების გაცემას, დოკუმენტებთან მუშაობას და ავტომანქანის სწრაფად ტარებას.


ქალწული

სამსახურში გაუგებრობა გელით. ყურადრებით იყავით და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. თქვენს გონიერებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თავი შეიკავეთ სამსახურის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლისგან. ახლა ამისთვის არახელსაყრელი პერიოდია.


სასწორი

ამ დღეს ახლობელი ადამიანებისგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებთ. მოსალოდნელია წინა დღეების ყველა პოზიტიური გეგმის განხორციელება. იზრდება სექსუალური პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და შრომისუნარიანობაზე.


მორიელი

არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, საკუთარი თავით და სამსახურით უკმაყოფილება იგრძნოთ, მაგრამ წამოსვლას ნუ იჩქარებთ, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძალიან გაუარესდება. გირჩევთ კომერციულოპერაციებში რისკს მოერიდოთ - ეს სათქვენი საქმე არაა. ცოტა დაიცადეთ და წარმატება თქვენ დაგრჩებათ.


მშვილდოსანი

ვარსკვლავებით ხელსაყრელი განლაგება კომერციულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ. სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა იმატებს, რაც ყველა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები. სანამ ყველაფერს კარგად არ გაარკვევთ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.


თხის რქა

სამსახურში გაუგებრობა გელით. უსაფუძვლო ბრალდებებისა და კრიტიკის გამო მოთმინებას კარგავთ და სამუშაოს გულს ვერ უდებთსიფრთხილე გამოიჩინეთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. თქვენს გამძლეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.


მერწყული

ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობისა და ფიქრისთვის. ყველა საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება. მოსალოდნელია სტუმრების ვიზიტი.


თევზები

შესაძლოა, სამსახური არ მოგწონთ, მაგრამ მის დაკარგვას მაინც არ გირჩევთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის მოსაწონი სამსახური ადვილი საპოვნელი არაა. ერიდეთ ახალი, თქვენთვის უცნობი საქმის დაწყებას, თორემ შეცდომებს თავიდან ვერ აიცილებთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და გადაღლას. ოჯახში ან მეგობრების წრეში ტავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა